აგრობიზნესის სასწავლო ცენტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგრობიზნესის სასწავლო ცენტრი
Ագրոբիզնեսի ուսուցման կենտրոն
Agribusiness Teaching Center
ზოგადი ინფორმაცია
ქვეყანა სომხეთი
მდებარეობა სომხეთის დროშა ერევანი, სომხეთი
მისამართი Հայաստան, 0025, ք. Երևան, Տերյան փողոց 72
კოორდინატები 40°11′19″ ჩ. გ. 44°31′19″ ა. გ. / 40.18861111° ჩ. გ. 44.52222194° ა. გ. / 40.18861111; 44.52222194
მფლობელი სომხეთის მთავრობა
დაიწყო 2000
გაიხსნა 2000 წელს
საიტი
icare.am/atc
2011 წლის გამოსაშვები ცერემონია
ქართველი კურსდამთავრებულები

აგრობიზნესის სასწავლო ცენტრი (სომხ. Ագրոբիզնեսի ուսուցման կենտրոն, ԱՈւԿ , ინგლ. Agribusiness Teaching Center, ATC), სომხურ-ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგრობიზნესის სასწავლო ცენტრი (ATC) დაარსდა სომხეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტიs (ASAU) და ტეხასის A&M უნივერსიტეტიs ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის მარკეტინგის დეპარტამენტის დახმარებით. ცენტრი უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის და კერძოდ მეწარმეობის ზრდას, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორში. საუნივერსიტეტო განათლება ზოგადად ემსახურება საბაზრო ეკონომიკის გავვითარებას. ამრიგად ATC არის უნიკალური და წარმატებული სინთეზი ამსახველი ამერიკული სტილის აგრობიზნესის განათლებისა, რომელიც მორგებულია სომხეთისa და საქართველოს სიტუაციაზე. ATC ამზადებს აგრობიზნესის სპეციალისტებს, რომლებიც შეიარაღებულნი არიან ფართო ეკონომიკის, მარკეტინგის და მენეჯმენტის ცოდნით ინგლისურ ენაზე. ეს ყველაფერი ქმნის ATC-ის კურსდამთავრებულებს კონკურენტუნარიან კადრად სომხეთისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე საფინანსო დაწესებულებებში, საერთაშორისო სააგენტოებში და სხვ. ATC გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს მხოლოდ ერთი, სოფლის მეურნეობისა და მარკეტინგის მიმართულებით, სასწავლო პროგრამა შეიცავს დასავლურ სტრუქტურას, რომელიც დაფუძნებულია საბაკალავრო და სამაგისტრო MAB ხარისხის, ტეხასის A&M უნივერსიტეტის სასწავლო გეგმის მიხედვით, და ისწავლება ინგლისურ ენაზე ამერიკელი და სომეხი ინსტრუქტორების მიერ. აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით,რომელიც სრულ სამუშაო გარემოს ქმნის სტუდენტებისთვის საკლასო და დამოუკიდებელი კვლევების დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]