აგრიჯენტო
| დასახლებული პუნქტი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
აგრიჯენტო სიცილ. Girgenti | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| კოორდინატები | 37°18′45″ ჩ. გ. 13°34′30″ ა. გ. / 37.31250° ჩ. გ. 13.57500° ა. გ. | ||||
| დაარსდა | ძვ. წ. 580[1] | ||||
| ფართობი | 245.32 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 230±1 მეტრი | ||||
| ოფიციალური ენა | იტალიური ენა | ||||
| მოსახლეობა | 55 512 (1 იანვარი, 2023)[2] | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | 0922 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 92100 | ||||
| საავტომობილო კოდი | AG | ||||
| ოფიციალური საიტი | https://comune.agrigento.it/ | ||||
| აგრიჯენტო | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები იტალია | ქვეყნის დროშა2 | name = იტალია | variant = | size = }} |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | i, ii, iii, iv |
| რეგიონი | ევროპა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
| ნომერი | 831 |
![]() | |
| https://comune.agrigento.it/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 831 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აგრიჯენტო (იტალ. Agrigento, 1927 წლამდე ჯირჯენტი) — ქალაქი იტალიაში (კუნძულ სიცილიის სამხრეთ სანაპიროზე). აგრიჯენტოს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს მაღლობზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ორი მდინარე, ჰიპსაის და აკრაგასი, ასევე მის ჩრდილოეთით მდებარე მთაგრეხილი ქალაქს ბუნებრივ ციხესიმაგრედ აქცევს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველად აგრიჯენტოს ადგილას იყო ბერძნული ქალაქი აკრაგანტი (ბერძ. Akragas, ლათ. agrigentum — აგრიგენტი), დორიული კოლონია, რომელიც დაახლ. ძვ. წ. 582 წელს როდოსელებმა დააარსეს. აგრიჯენტო ანტიკური ხმელთაშუა ზღვისპირეთის მსხვილი სააჭრო ცენტრი იყო. ძვ. წ. 405 წელს კართაგენელებმა დაანგრიეს, ხოლო ძვ. წ. 341 წელს აღადგინა ტიმოლეონმა. ძვ. წ. 262 წელს პუნიკური ომების დროს აგრიჯენტო რომაელებმა აიღეს და გაძარცვეს, ხოლო მისი მოსახლეობა მონებად გაყიდეს. ძვ. წ. 137-132 წლებში სიცილიის მონათა პირველი აჯანყების დროს აგრიჯენტო იყო აჯანყების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. შუა საუკუნეებში ბიზანტიას ეკუთვნოდა. 828 წელს არაბებმა დაიპყრეს, 1086 წელს — ნორმანებმა. შემორჩენილია ანტიკური ქალაქის ნანგრევები (ძვ. წ. VI-V საუკუნეების ბერძნული ტაძრები და სხვა).
ქალაქის არქეოლოგიური ზონა 1997 წელს შეიტანეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 70.
