შინაარსზე გადასვლა

აგრეგატული ჩარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრეგატი.

აგრეგატული ჩარხი — ნორმალიზებული, კინემატიკურად ერთმანეთთან დაუკავშირებელი კვანძებისაგან (აგრეგატებისაგან) შემდგარი სპეციალური ლითონსაჭრელი ჩარხი. იყენებენ მსხვილსერიულ და მასობრივ წარმოებაში ნახვრეტების ბურღვისა და შიგჩარხვისათვის, კუთხვილების მოსაჭრელად, ზედაპირების ფრეზვისათვის და სხვა აგრეგატული ჩარხზე შეიძლება რამდენიმე ზედაპირის ერთდროულად დამუშავება. დასამუშავებელი დეტალი ჩვეულებრივ უძრავად მაგრდება მაგიდაზე და მუშავდება ერთი ან რამდენიმე მხრიდან შპინდელებში ჩამაგრებული იარაღებით. ერთდროულად მომუშავე იარაღების რაოდენობა ზოგჯერ 100-მდე აღწევს. აგრეგატული ჩარხის ძალურ კვანძებს აქვს ინდივიდუალური ამძრავები, რომელთა მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულებასა და თანმიმდევრობას აწესრიგებს მართვის ერთიანი სისტემა. ძირითადი სტანდარტული კვანძი — ძალური თავი — აბრუნებს შპინდელებს და ხშირად მათ მოწოდებასაც უზრუნველყოფს. ძალური თავების სიდიდის მიხედვით აგრეგატული ჩარხი შიძლება იყოს მცირე, საშუალო და მსხვილი. აგრეგატული ჩარხის კონსტურირებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უნიფიცირებული კვანძების საიმედოობის გაზრდასა და სხვა დეტალების დასამუშავებლად ჩარხის სწრაფი გამართვის შესაძლებლობას.