აგრეგატული უნიფიცირებული სისტემა
აგრეგატული უნიფიცირებული სისტემა — საერთო სამრეწველო დანიშნულების ავტომატიკის პნევმატიკურ საშუალებათა სისტემა, შედგენილი უნიფიცირებული შესასვლელი და გამოსასვლელი პარამეტრების მქონე ცალკეული ფუნქციური ბლოკებისაგან. ბლოკები და ხელსაწყოები უნიფიცირებულია კონსტრუქციულადაც (შეიცავს უნიფიცირებულ კვანძებს, დეტალებსა და მისაერთებელ არმატურას). აგრეგატული უნიფიცირებული სისტემა ისეა აგებული, რომ შედარებით მცირე რაოდენობის ბლოკების გარკვეული ურთიერთშეერთებით შეიძლება შედგეს საწარმოო პროცესთა ავტომატური კონტროლისა და რეგულირების ხვადასხვა სირთულისა და დანიშნულების სისტემები. ელექტრულ ხელსაწყოებთან ერთად მუშაობისათვის აგრეგატული უნიფიცირებული სისტემას აკომპლექტებენ ელექტროპნევმატიკური და პნევმოელექტრული გარდამქმნელებით. აგრეგატული უნიფიცირებული სისტემის ბლოკები და ხელსაწყოები ცეცხლგამძლე და საიმედოა. იყენებენ ქიმიური, ნავთობის, თბოენერგეტიკული, აირის, კვების მრეწველობასა და სხვა დარგებში საწარმოო პროცესის ავტომატური კონტროლისა და რეგულირებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 68.