აგრარული საკითხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აგრარული.

აგრარული საკითხი — საკითხი საადგილმამულო ურთიერთობათა, სოფლად კლასებისა და კლასთა ბრძოლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ეკონომიკური კანონების შესახებ. აგრარული საკითხი წარმოიშვა შრომის საზოგადოებრივი დანაწილების დასაწყისსა, საქონელგაცვლის განვითარებასა და საზოგადოების კლასებად დაყოფასთან ერთად. კლასობრივი უთანასწორობის განვითარებამ გამოიწვია ექსპლუატაორული კლასების მიერ მიწის საკუთრების უზურპაცია. კაპიტალიზმის ეპოქის დასაწყისისათვის თითქმის მთელი მიწა ფეოდალ-მემამულეთა კლასის ხელში იყო თავმოყრილი. მიწის მესაკუთრენი ექსპლუატაციას უწევდნენ გლეხობას მიწის ფეოდალური რენტის გადახდევინებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]