შინაარსზე გადასვლა

აგოო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
აგოო
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°19′19″ ჩ. გ. 120°21′52″ ა. გ. / 16.3219611° ჩ. გ. 120.3646750° ა. გ. / 16.3219611; 120.3646750
ფართობი 52.84 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 38 მეტრი
მოსახლეობა 66 028 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 72
საფოსტო ინდექსი 2504
ოფიციალური საიტი http://agoolaunion.gov.ph
აგოო — ფილიპინები
აგოო

აგოო (ოფიციალურად აგოოს მუნიციპალიტეტი; ილოკ. Ili ti Agoo) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი ლა-უნიონის პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობბა 66 028 ადამიანს შეადგენს.

აგოო 235 კმ-ითაა დაშორებული ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან, 34 კმ-ით პროვინციული დედაქალაქიდან, სან-ფერნანდოდან, ხოლო 54 კმ-ით ― ბაგიოდან.

მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩვეულებრივ უკავშირდება აროოს, ფიჭვის მსგავს მარადმწვანე ხეს, რომელიც წინაესპანურ ხანაში დასავლეთ სანაპიროზე უხვად ხარობდა.[2][3] [4]

აგოოს ადმინისტრაციული დათარიღება ფილიპინების მუნიციპალიტეტების უმრავლესობაზე ადრე იწყება. ქალაქი კუნძულ ლუსონზე ესპანელი კოლონიზატორების ჩასვლის პირველ ათწლეულში დაარსდა.[5] დღევანდელ აგოოს ტერიტორიაზე დასახლები ისტორია უძველესი ხანიდან იწყება. დოკუმენტური წყაროები და არტეფაქტები მოწმობს, რომ აგოო უცხოელი ვაჭრებისთვის მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენდა ჯერ კიდევ ესპანელთა მიერ ქალაქის ფორმალურად დაარსებამდე.[6]

ევროპელ კოლონიზატორთა გამოჩენამდე აგოო ლუიაგ-ნა-კაბოლოანის (დღევანდელი პანგასინანი) სავაჭრო პორტი და ჩრდილო-დასავლეთ ლუსონის სანაპირო საზღვაო სავაჭრო ცენტრი იყო.[7] აგოოს სანაპიროს მოყვანილობა კარგ ნავმისადგომს წარმოადგენდა ლინგაიენის ყურეში შემავალი უცხოური ხომალდებისთვის.[6][2] კორდილიერის ქედზე მოპოვებული ოქრო არინგაი-ტონგლო-ბალატოკის ოქროს ბილიკს მიყვებოდა, აგოო კი სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა მეზობლად მდებარე არინგაის დასახლებასთან ერთად.[7]

აგოოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს ადასტურებს კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ფაიფურისა და სამეთუნეო ნაწარმის ნიმუშები, რომლებიც დღეს ილოკოსის მუზეუმში (Museo de Iloko, იგივე აგოოს მუზეუმი) ინახება.[2]

იაპონელმა მეთევზეებმა აგოოში პირველი დასახლება შექმნეს და ადგილობრივ მოსახლეობას თავიანთი სათევზაო უნარ-ჩვევები და ტექნოლოგიები გაუზიარეს.[2]

როდესაც ესპანელი კოლონიზატორები ლუსონზე გადავიდნენ, შენიშნეს, რომ აგოოს მოსახლეობა იმავე რასას მიეკუთვნებოდა, რრომელსაც პანგასინანის მკვიდრები.[5] აგოო თავდაპირველად პანგასინანის პროვინციის ნაწილად გამოაცხადეს, მაგრამ მოგვიანებით ესპანელებმა ახალი პროვინციის, ლა-უნიონის, შექმნა გადაწყვიტეს, რომელშიც პანგასინანისა და სამხრეთ ილოკოსის ქალაქები გააერთიანეს.[2]

ესპანური კოლონიური ხანა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბაზილიკა აგოოში

ხუან დე სალსედოს მიერ შენიშვნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1572 წელს ხუან დე სალსედოს, რომელსაც სამხრეთი ლუსონი ახალი დაპყრობილი ჰქონდა, მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ ჩრდილოეთ ლუსონის გამოკვლევა და იქ მცხოვრები ხალხის „დამშვიდება“ უბრძანა.[6]

1572 წლის ივნისში სალსედო მდინარე ანგალაკანს კვეთდა, როდესაც სამი იაპონური ხომალდი შენიშნა და მათ თავს დაესხა. ხომალდებმა უკან დაიხიეს, სალსედო მათ დაედევნა. გემებმა საბოლოოდ იაპონელთა დასახლებამდე მიიყვანა. ხარკის გადახდის შემდეგ სალსედომ იაპონელებს დარჩენის ნება მისცა. მოგვიანებით, როდესაც აგოოს პორტი დაიხურა, იაპონელებმა ტერიტორია დატოვეს.[6]

ფრანცისკანელთა დასახლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1578 წელს აგოოში ორმა ფრანცისკანელმა მისიონერმა, იტალიელმა ხუან ბაუტისტა ლუკარელიმ და ესპანელმა სებასტიან დე ბაესამ, მუდმივი დასახლება შექმნა. მათ ფრანცისკე ასიზელის სახელზე ბამბუკისგან ეკლესია ააგეს. აგოო დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რომელიც დღევანდელი ქალაქების: როსარიოს, სანტო-ტომასის, ტუბაოს, პუგოს, არინგაის, კაბას, ბაუანგისა და სან-ხუანის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. აგოო არა მხოლოდ ესპანელთა მიერ მახლობელი ქალაქების კოლონიზების ცენტრად იქცა, არამედ კორდლიერის ქედის ტომების კოლონიზების ცენტრიც გახდა.[6]

ორმა მისიონერმა აგოო ფორმალურად სამოქალაქო ერთეულად გამოაცხადა. მათ დასახლებას სახელი იმ მდინარის შესაბამისად უწოდეს, რომლის სანაპიროებზეც იყო გაშენებული. იმ დროისთვის მდინარის სანაპიროზე ფიჭვის მსგავსი ხეების, აროოს ან აგოოს ტყე იყო.[6]

აგოო ლა-უნიონის მუნიციპალიტეტია, რომელიც ილოკოსის რეგიონს მიეკუთვნება. რეგიონი ვიწრო ვაკეზე მდებარეობს ცეტრალურ კორდილიერასა და დასავლეთ ფილიპინის ზღვას შორის. აგოო პროვინციის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან არინგაი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― ტუბაო, სამხრეთიდან ― სანტო-ტომასი. აგოოს დასავლეთი სანაპირო გრძელ პლაჟებს მოიცავს, რომელიც ლინგაიენის ყურის ნაწილია. მუნიციპალიტეტს ამავე სახელწოდების მქონე მდინარე კვეთს. აგოო 49ბარანგაის მოიცავს. ყოველი ბარანგაი პუროკებისგან შედგება, ზოგიერთი კი სიტიოები აქვს.

ჰავის მონაცემები — აგოო (ლა-უნიონი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 30 31 33 34 33 31 30 29 30 31 31 31 31
საშუალო დაბალი °C 20 21 22 24 25 25 25 25 24 23 22 21 23
საშუალო ნალექი (მმ) 15 16 24 33 102 121 177 165 144 170 56 23 1 046
წვიმიანი დღეები საშუალოდ 6.3 6.6 9.5 12.8 20.6 23.5 25.4 23.4 23.2 21.4 14.0 8.2 194.9
წყარო: Meteoblue[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Sals, Florent Joseph (2005). The History of Agoo: 1578-2005 (en). La Union: Limbagan Printhouse, გვ. 80. 
  3. General Information დაარქივებული 2012-10-11 საიტზე Wayback Machine.
  4. Agoo.
  5. 5.0 5.1 de Loarca, Miguel (1582). Relacion de Las Yslas Filipinas. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Mendoza-Cortes, Rosario (1974). Pangasinan, 1572-1800. Quezon City: University of the Philippines Press. 
  7. 7.0 7.1 Panela, Shaira (2017-03-19). „Looking into the past through the eyes of the future“. Rappler (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-03. ციტირების თარიღი: 2022-01-03.
  8. Agoo: Average Temperatures and Rainfall. Meteoblue. ციტირების თარიღი: 26 April 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგოო&oldid=4727074“-დან