შინაარსზე გადასვლა

აგნეშ კელეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგნეშ კელეტი

2021 წელს
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი აგნეშ კლაინი
ეროვნება ებრაელი
დაბ. თარიღი 9 ივნისი, 1921
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო
გარდ. თარიღი 2 იანვარი, 2025 (103 წლის)
გარდ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთი
სპორტი
ქვეყანა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა
სპორტი სპორტული ტანვარჯიში
ჯილდოები ისრაელის პრემია[1] , უნგრეთის ღირსების ორდენი, ერის სპორტსმენის ჯილდო და პრემია „პირველი პირველთა შორის“

აგნეშ კელეტი (უნგრ. Ágnes Keleti, ნამდვილი გვარი — კლაინი; დ. 9 ივნისი, 1921, ბუდაპეშტი — გ. 2 იანვარი, 2025, იქვე) — უნგრელი სპორტსმენი. 1950-იანი წლების ერთ-ერთი უძლიერესი ტანმოვარჯიშე. ოლიმპიური თამაშების 5-გზის ჩემპიონი (1952 და 1956). სპორტული ტანვარჯიშით დაკავებული იყო 4 წლის ასაკიდან. 1944–1945 წლებში, უნგრეთის გერმანული ოკუპაციის დროს, იძულებული იყო დამალულიყო ებრაული წარმოშობის გამო (მისი მამა დაიღუპა აუშვიცში).[2]

ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების (1952) ჩემპიონი გახდა თავისუფალ ვარჯიშში. მელბურნის ოლიმპიადაზე (1956) ოქროს მედლები მიიღო 4 დისციპლინაში: ორძელზე, დვირზე, თავისუფალ ვარჯიშსა და საგნით ჯგუფურ ვარჯიშში. ასევე იყო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი მრავალჭიდსა (1956) და გუნდურ პირველობაში (1952 და 1956), ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი (1952) ორძელზე ვარჯიშსა და ჯგუფურ ვარჯიშებში საგნით. მსოფლიო ჩემპიონი (1954) ორძელზე ვარჯიშსა და ჯგუფურ ვარჯიშებში საგნით. უნგრეთის 10-გზის ჩემპიონი მრავალჭიდში (1947–1956). 1956 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ უარი თქვა უნგრეთში დაბრუნებაზე და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა ავსტრალიაში, 1957 წელს გადავიდა ისრაელში, დაკავდა მწვრთნელობით. 2002 წლიდან სპორტული ტანვარჯიშის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრი.[2]

2015 წელს დაბრუნდა მშობლიურ უნგრეთში.[3] გარდაიცვალა 2025 წლის 2 იანვარს, 103 წლის ასაკში.[4]

  1. Holocaust survivor, 10-time Olympic medalist Agnes Keleti awarded Israel Prizei24NEWS.
  2. 2.0 2.1 Келети Агнеш // Большая российская энциклопедия. т. 13. — М., 2009. — стр. 520.
  3. „Oldest living Olympic champion Agnes Keleti to turn 100“. France 24 (ინგლისური). 24 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „Ágnes Keleti, Holocaust survivor and the oldest living Olympic medal winner, dies at age 103“. AP News (ინგლისური). 2 იანვარი, 2025. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2025. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)