აგიტბრიგადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგიტბრიგადა, აგიტთეატრი, აგიტკოლექტივი — მცირე პროფესიული ან თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივი სსრკ-ში. შეიქმნა სამოქალაქო ომის წლებში ფრონტის მომსახურების მიზნით. 1920-იან წლებში ფართოდ გავრცელდა მშენებლობებსა და საწარმოებში, მოგვიანებით — უმაღლეს სასწავლებლებში. აგიტბრიგადა ეწეოდა მოწინავე გამოცდილების პროპაგანდას და ამხელდა ნაკლოვანებებს. 1967 წელს მოსკოვში მოეწყო საუკეთესო აგიტბრიგადების დათვალიერება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]