აგის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აგის ბურიატთა ნაციონალური ოკრუგი)
Jump to navigation Jump to search

აგის ბურიატთა ავტონომიური ოკრუგი (რუს. Агинский Бурятский автономный округ) — რსფსრ-სა და რუსეთის ფედერაციის ყოფილი სუბიექტი.

2008 წლის 1 მარტს ჩიტის ოლქთან ერთად გაერთიანდა რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტ — იმიერბაიკალის მხარეში. ყოფილი ავტონომიური ოკრუგის ტერიტორია გადაკეთდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად განსაკუთრებული სტატუსით — აგის ბურიატთა ოკრუგი იმიერბაიკალის მხარის შემადგენლობაში.

საოკრუგო ცენტრად ითვლება დაბა აგინსკოე.

ფართობი — 19 592 კმ². მოსახლეობა (2008) შეადგენდა 76 383 კაცს.

აბაო-ს ადმინისტრაციის უკანასკნელი ხელმძღვანელი — ბაირ ბაიასხალანოვიჩ ჟამსუევი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]