აგიგატ რზაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგიგატ რზაევა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 მაისი (2 ივნისი), 1907
დაბ. ადგილი ლენქორანი
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 1969(1969-08-02) (62 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
აგიგატ რზაევა ვიკისაწყობში

აგიგატ ალი ყიზი რზაევა (აზერ. Həqiqət Rzayeva; დ. 20 მაისი 1907, ლენქორანი, ბაქოს გუბერნია — გ. 2 აგვისტო 1969, ბაქო) — აზერბაიჯანელი საოპერო, სახალხო და ესტრადის მომღერალი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი (1943).[1]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგიგატ რზაევა ლენქორანთან მდებარე პატარა სოფელში დაიბადა. 1917 წელს აგიგატმა სწავლა დაიწყო მარიამ ბაირამალიბეკოვის სკოლაში, რომლის სახელოვნებო წრეებში მას სასიმღერო და დრამატული უნარების განვითარება შეეძლო.

გასაბჭოების შემდეგ რზაევა ბაქოში გადავიდა პედაგოგიურ სწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. აქ სასწავლების სამოყვარულო დრამატულ წარმოდგენებში გამოსვლისას იგი ოპერითა და პროფესიული თეატრით დაინტერესდა.

1927 წელს რზაევა მიწვეულ იქნა მოსმენზე, რომლის შედეგად იგი მიღებულ იქნა მირზა ფატალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის თეატრში. იმავდროულად მან აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც მუღამებსა და ოპერას სწავლობდა.

დაქორწინებული იყო ჰუსეინ რზაევზე, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის დამდგმელი იყო. მათი ორი ვაჟიშვილი მუსიკოსი გახდა, ხოლო ქალიშვილი - ბაქოს მუსიკალური აკადემიის ლიტერატურის მასწავლებელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. P3AEBA, Агигат Кули кызы // Театральная энциклопедия. — Советская энциклопедия, 1965. — Т. IV. — С. 605.