აგია-ტრიადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დასახლებული პუნქტი
აგია-ტრიადა
Museu arqueologic de Creta43.jpg
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
კოორდინატები 35°03′33″ ჩ. გ. 24°47′34″ ა. გ. / 35.05917° ჩ. გ. 24.79278° ა. გ. / 35.05917; 24.79278
აგია-ტრიადა — საბერძნეთი
აგია-ტრიადა

აგია-ტრიადა, ჰაგია-ტრიადა (ბერძ. Αγία Τριάδα) — ნაქალაქარი კუნძულ კრეტაზე, ფესტოსის მახლობლად. ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი. სახელწოდება მიიღო თანამედროვე სოფელ აგია-ტრიადადან.

კვლევა დაიწყო 1901 წლიდან. მისი უძველესი ფენები მიეკუთვნება ნეოლითის ხანას. აგია-ტრიადამ აყვავების საფეხურს ადრინდელი ბრინჯაოს ხანაში მიაღწია (ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში). აგია-ტრიადას ნაგებობები განლაგებული იყო სასახლის გარშემო, შედარებით უკეთ არის შემონახული სასახლის ჩრდილოეთ-დასავლეთის ნაწილი. აღმოჩენილია საზეიმო (9 მ X 6 მ) და სვეტებიანი დარბაზები, წარწერებიანი თიხის ფირფიტების არქივისა და სხვა სათავსები. აგია-ტრიადის დაცემა დაკავშირებულია კუნძულ კრეტაზე აქაველების შემოსევასთან (ძვ. წ. XV საუკუნე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]