აგვისტოს ანტიპარტიული ბლოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგვისტოს ანტიპარტიული ბლოკი — ანტიპარტიული ჯგუფებისა და მიმდინარეობათა (ტროცკისტები, ლიკვიდატორები, ბუნდელები და სხვა) გაერთიანება. ჩამოყალიბდა ლიკვიდატორების კონფერენციაზე ვენაში (12-20 აგვისტო, 1912) ტროცკის ინიციატივით. ბლოკის მთავარი მიზანი იყო ვ. ი. ლენინისა და ბოლშევიკების წინაააღმდეგ ბრძოლა, პროლეტარიატის არალეგალური რევოლუციური პარტიის ლიკვიდაცია, მუშათა ჩამოშორება რევოლუციური ბრძოლისაგან. ტროცკი თავის ლიკვიდატორობას ე. წ. ცენტრიზმით ფარავდა, აცხადებდა, რომ ფრაქციულობის გარეშე და პარტიის „ერთიანობისათვის“ იღწვოდა. აგვისტოს ანტიპარტიული ბლოკის წინააღმდეგ საბრძოლველად ბოლშევიკებმა დროებით შეკრეს ბლოკი „მენშევიკ-პარტიელებთან“ (პლეხანოველებთან) და დაიცვეს მუშათა კლასის რევოლუციური პარტია. აგვისტოს ანტიპარტიული ბლოკი დაიშალა 1913-1914 წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]