აგენტი სმითი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰიუგო უავინგი აგენტ სმითის როლში

აგენტი სმითი (ინგლ. Agent Smith) — გამოგონილი პერსონაჟი და „მატრიცას“ ფრენჩაიზის ანტაგონისტი. სმითის როლს თამაშობს მსახიობი ჰიუგო უივინგი, ხოლო „მატრიცა: ნეოს გზა“-ში ახმოვანებს კრისტოფერ კორი სმითი.

2008 წელს, „Empire Magazine“-მა აირჩია სმითი ყველა დროის 84-ე საუკეთესო პერსონაჟად.[1] 2013 წელს, უივინგმა კვლავ განასახიერა სმითი „General Electric“-ის რეკლამისთვის.[2]

პერსონაჟის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგენტი სმითი არის კომპიუტერული პროგრამა, ავტონომოიური მოდული-აგენტი, რომელიც თავდაპირველად იცავდა მატრიცას აგენტ ბრაუნთან და აგენტ ჯონსთან ერთად. ეს სამეული ფილმის პირველ ნაწილში მოღვაწეობდა. სმითი იყენებს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის MI 6-ის ესთეტიკას (გაცნობისას ამბობს: „სმითი. აგენტი სმითი“), ხოლო პოლიცია მას მიმართავს როგორც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტს. სმიტს აცვია მუქი მწვანე კოსტუმი, შავი ჰალსტუხი, თეთრი პერანგი, შავი მზის სათვალე და ფილმის პირველ ნაწილში შიდა კავშირის ყურსასმენი. ფილმის მეორე ნაწილში ის ამ ნაუშნიკს ნეოს უგზავნის, ნიშნად იმისა, რომ სმითი მატრიცას გამოეყო. გამოყოფის შემდეგ სმიტს სხვა აგენტებისგან განსხვავებით შავი ფერის კოსტუმი აცვია და უფრო მრგვალი სათვალეები უკეთია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The 100 Greatest Movie Characters| 84. Agent Smith | Empire. www.empireonline.com (2006-12-05). წაკითხვის თარიღი: 2012-07-24.
  2. Connelly, Brendon. (April 13, 2013) Agent Smith Returns – A General Electric Commercial Set In The World Of The Matrix. bleedingcool.com. წაკითხვის თარიღი: April 13, 2013.