აგელადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აგელადა
დაიბადა ძვ. წ. VI საუკუნე
დაბადების ადგილი არგოსი
გარდაიცვალა ძვ. წ. V საუკუნე

აგელადა (ბერძ. Ἀγελάδας) — ბერძენი, მოქანდაკე. არგოსის სკოლის მამამთავარი. მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ. წ. 520-450 წლებში. იყო მირონის, პოლიკლიტესა და შესაძლოა ფიდიასის მასწავლებელი. აგელადას ნამუშევრებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ვარაუდობენ რომ აგელადა იყო ავტორი არტემისიონის კონცხთან (ეგეოსის ზღვა) ნაპოვნი პოსეიდონის ქანდაკებისა (ბრინჯაო, დაახლოებით ძვ. წ. 460 წელი, ათენის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]