აგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აგანიმდინარე რუსეთის ფედერაციაში, ტიუმენის ოლქში. მდინარე ტრომიეგანის მარცხენა შენაკადი (ობის სისიტემა). სიგრძე 544 კმ, აუზის ფართობი დაახლოებით 32.2 ათ. კმ². გამოედინება მდინარების პურისა და ობის მარჯვენა შენაკადების აუზების ჭაობიანი მაღლობი წყალგამყოფიდან. მიედინება დასავლეთ ციმბირის დაბლობზე. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. იყინება ოქტომბერში, ყინულძვრა — მაისში. საშუალო წლიური ხარჯი დაახლოებით 260 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]