აგათონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აგათონი
დაბადების თარიღი ძვ. წ. 445[1]
დაბადების ადგილი ათენი
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 400[1]
გარდაცვალების ადგილი პელლა
საქმიანობა ტრაგედიების ავტორი[2] და მწერალი[3]
ენა ძველი ბერძნული ენა
ეროვნება ბერძნები
მოქალაქეობა ძველი ათენი

აგათონი (ბერძ. Ἀγάθων; დ. ძვ. წ. 448 — გ. ძვ. წ. 401) — ძველი ბერძენი დრამატურგი. ცხოვრობდა ათენში. ჩვენამდე მოაღწია აგათონის ზოგიერთი ტრაგედიის სატაურმა და მცირე ფრაგმენტებმა. მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არისტოფანე („ბაყაყები“, „თესმოფორიაზუსები“), არისტოტელე („პოეტიკა“). პლატონი „ნადიმში“ აგვიწერს იმ წვეულებას აგათონის სახლში, რომლითაც მეგობრებმა აღნიშნეს მისი გამარჯვება ტრაგიკოსთა შეჯიბრებაზე ძვ. წ. 416 წელს. არისტოტელეს მიაჩნია, რომ აგათონმა გუნდის სიმღერები ტრაგედიის სიუჟეტისაგან დამოუკიდებელ ინტერმედიებად აქცია. ტრაგედია „ყვავილში“ აგათონმა პირველმა დაარღვია ტრადიცია: მითოლოგიური პერსონაჟები და სიუჟეტი შეცვალა ავტორისეული პერსონაჟებითა და სიუჟეტით. არისტოფანე და არისტოტელე აგათონეს ევრიპიდეს მიმდევრად თვლიდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]