აგაბალა გულიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აგაბალა გულიევი
Гулиев Ага Бала.jpg
დაბადების თარიღი 1862
რუსეთის იმპერია, ბაქო, ნიზამინსკის რაიონი, კეშლია
გარდაცვალების თარიღი ?

გულიევი, აგაბალა ჰაჯიგულუ ოღლი (აზერ. Ağabala Hacıqulu oğlu Quliyev, დაბ. 1862, კეშლია) — ბაქოელი მეცენატი და ქველმოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგაბალა გულიევი დაიბადა 1862 წელს ღარიბ ბაქოურ ოჯახში, კეშლიას დასახლებაში. ადრეული ასაკიდან ქუთაბების გაყიდვით შოულობდა ფულს და ამით ეხმარებოდა მამას ოჯახის უზრუნველყოფაში.[1] ცოტა უფრო მოგვიანებით, მოწიფულ ასაკში ფქვილითა და მარცვლეულით დაიწყო ვაჭრობა და ცოტა ხნის შემდეგ წისქვილი ააშენა. მოგვიანებით მას "წისქვილის მეფე" შეარქვეს.

იგი გახდა 1905 წელს ორგანიზებული მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან ასევე დააარსა საზოგადოება ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მშენებლობისათვის.

იგი იყო ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობის მფლობელი, სადაც ახლა აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირია განთავსებული. შენობა აშენდა 1899 წელს. შენობის არქიტექტორია ე. ი. სკიბინსკი.[2] სასახლის ინტერიერი შექმნა მხატვარმა დუროვმა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ayxan Salmanov. Bir zamanlar bazarda qutab satan milyonçu-xeyriyyəçi Ağabala Quliyev | Azengu.org. ციტირების თარიღი: 2019-11-14.
  2. 1news. Необычные здания Баку: Красота, скрытая внутри… - ФОТО. 1news.az. ციტირების თარიღი: 2019-11-14.