აბჰინავაგუპტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბჰინავაგუპტა
დაბ. თარიღი 950
დაბ. ადგილი ქაშმირი
გარდ. თარიღი 1020
გარდ. ადგილი ქაშმირი
საქმიანობა ფილოსოფოსი და მწერალი

აბჰინავაგუპტაX საუკუნის დასასრულისა და XI საუკუნის დასაწყისის ინდოელი პოეტი, ლიტერატურისა და ხელოვნების თეორეტიკოსი. მის პოლიტიკურ ნაწარმოებებს ჩვენამდე არ მოუღწევია. აბჰინავაგუპტას უმთავრესი შრომებია: „დჰვანიალოკალოჩანა“, რომელიც წარმოადგენს ვარდაჰანას ტრაქტატის „დაჰვანიალოკას“ („ლიტერატურაში ესთეტიკური ტკბობის ბუნებისათვის“) კომენტარებს, და „აბჰინავაბჰარატი“, რომელიც წარმოადგენს „ბჰარატიანატიაშასტრას“ (შუა საუკუნეების ინდური ტრქატატი თეტრზე) კომენტარებს. ამ ნაწარმოებებში შემდგომი განვითარება ჰპოვა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა დჰვანისა და რასის თეორიები. „აბჰინავაბჰარტიში“ ეს თეორიები დამუშავებულია მათი დრამატულ ხელოვნებაში გამოყენების თვალსაზრისით, განსაკუთრებული ყურადრება ექცევა ესთეტიკური ტკბობის ბუნების საკითხს. აბჰინავაგუპტა ცნობილია როგორც ვედანტის სკოლის ფილოსოფოსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]