აბუ ჯიჰადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალილ იბრაჰიმ  ალ-ვაზირი
არაბ. أبو جهاد
არაბ. خليل الوزير
დაბ. სახელი ხალილ იბრაჰიმი მაჰმუდ ალ ვაზირი
ფსევდონიმი/ები აბუ ჯიჰადი
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1935
დაბადების ადგილი რამლა პალესტინის სამანდატო ტერიტორია
გარდაცვალების თარიღი 16 აპრილი, 1988 (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტუნისი
განათლება ალექსანდრიის უნივერსიტეტი
რელიგია ისლამი
პარტია ფათხი
ძირითადი იდეები პალესტინური ნაციონალიზმი
საქმიანობა ფათხის სამხედრო ფრთის ხელმძღვანელო
მეუღლე/ები Intissar al-Wazir
შვილ(ებ)ი ჯიჰად ალ-ვაზირი
ჯილდოები Order of the Star of Honour (Palestine)

ხალილ იბრაჰიმ  ალ-ვაზირი (არაბ. خليل إبراهيم الوزير‎, ასევე ცნობილი, როგორც აბუ ჯიჰადი, არაბ. أبو جهاد‎) (10 ოქტ. 1935 რამლა, პალესტინა — 16 აპრილი 1988 , ტუნისი) — პალესტინელი ნაციონალისტი ლიდერი, ორგანიზაცია ფათხის სამხედრო  ფრთის ხელმძღვანელი, იასერ არაფატის მოადგილე, მრავალი ტერაქტის ორგანიზატორი.[1][2]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა პალესტინის სამანდატო ტერიტორიაზე, ქალაქ რამლაში, 1935 წელს. მამა საცხობის მფლობელი გახლდათ. 1948 წელს, ისრაელის ჯარების მიერ რამლას დაპყრობის შემდეგ, ხალილი და მისი ოჯახი, ქალაქის ათასობით სხვა მკვიდრთან ერთად, გააძევეს, რის გამოც იძულებულები გახდნენ  ღაზას სექტორში ლტოლვილთა ელ-ბურეიჯის ბანაკში დასახლებულიყვნენ.[3]

სწავლობდა გაეროს სააგენტოს—UNRWA- ს მიერ დაფინანსებულ საშუალო სკოლაში, რომელიც  წარჩინებით დაამთავრა, რის შემდეგაც ჩაირიცხა ალექსანდრიის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, მან გაიარა სამხედრო მომზადება კაიროში.[4]

ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას ხალილმა დაიწყო ფიდაიების რაზმების ორგანიზება, რომლებიც თავს ესხმოდნენ ისრაელის სასაზღვრო პუნქტებს. ის შეუერთდა ეგვიპტეში აკრძალულ მუსლიმთა საძმოს ორგანიზაციას, რისთვისაც  გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ეგვიპტის ციხეში მან დაიწყო ივრითის და სიონიზმის ისტორიის შესწავლა. 1957 წელს ის კვლავ დააპატიმრეს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის ორგანიზებისთვის და გადაასახლეს საუდის არაბეთში, სადაც  დაიწყო  მუშაობა მასწავლებლად. 1959 წელს  გადავიდა ქუვეითში, სადაც ასწავლიდა 1963 წლამდე.[5][6]

ფათხის პირველი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუვეითში ყოფნისას, სადაც ბევრი პალესტინელი ლტოლვილი დასახლდა, ​​იასერ არაფატთან ერთად, ხალილი გახდა სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია ფათხის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ორგანიზაციაში მუშაობის ადრეულ წლებში ის იყო პარტიული გაზეთის Filastinuna რედაქტორი, შემდეგ კი გაგზავნეს ალჟირში, სადაც დააარსა ფათხის პირველი ფილიალი და პირველი სასწავლო ბანაკი პალესტინელი ბოევიკებისთვის. ის ასევე იყო პასუხისმგებელი სოციალისტურ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარებაზე. 1964 წელს  ეწვია ჩინეთს, რის შემდეგაც  დაიწყო  გამოყენება ტერმინის „სახალხო- განმათავისუფლებელი ომი“ , თუმცა ის შორს იყო კომუნისტური იდეოლოგიისგან. ჩრდილოეთ ვიეტნამში და ჩრდილოეთ კორეაში მან მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება.

1960-იანი წლების პირველ ნახევარში ხალილ იბრაჰიმი დაქორწინდა თავის შორეულ ნათესავ ინთისარ ალ-ვაზირზე. პირველი ვაჟის დაბადების შემდეგ მან დაირქვა სახელი "აბუ ჯიჰადი", ხოლო ინთისარ ალ -ვაზირმა — "უმმ ჯიჰადი".

1965 წლის 1 იანვარს, ფათხის დივერსანტებმა აბუ ჯიჰადის ხელმძღვანელობით სცადეს  ისრაელში შეღწევა, რათა გაენადგურებინათ  სახელმწიფოს სამხრეთ წყლის მილსადენი, რომელიც წყალს აწვდიდა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს. დივერსია წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დივერსანტები დააპატიმრეს ეგვიპტელმა და იორდანიელმა მესაზღვრეებმა, მაგრამ  ეს ფაქტი  ტრადიციულად ითვლება ფათხის "შეიარაღებული ბრძოლის დასაწყისად".[7]

იმავე წელს, ფათხის სხვა ლიდერებთან ერთად, აბუ ჯიჰადი გადავიდა სირიაში, რომლის ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა დოქტრინას "სახალხო- განმათავისუფლებელი ომი". თუმცა, 1966 წლის თებერვალში, არაფატთან ერთად, იგი დააპატიმრეს პალესტინელი ბაასისტების ლიდერის, იუსეფ ურაბის მკვლელობის ბრალდებით. როგორც ვარაუდობენ, ისინი  მხოლოდ სირიის თავდაცვის მინისტრის, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ჰაფეზ ასადის შუამდგომლობით გადარჩნენ. მათი დაპატიმრების დროს, უმმ ჯიჰადი გახლდათ ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი.[8]

მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიცოცხლის ბოლო წლებში აბუ ჯიჰადზე განხორციელდა ლიკვიდაციის სამი წარუმატებელი მცდელობა. ისრაელის დაზვერვას ჰქონდა სრული ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. [9][10]

1988 წლის 15 აპრილს, სამმა უცნობმა პირმა, გამოგონილი სახელებით, ტუნისში დაიქირავა ორი მანქანა და მიკროავტობუსი. შაბათს, 16 აპრილს, გვიან საღამოს, ისრაელის სპეცრაზმი, რომელიც ზღვიდან დაეშვა, გადავიდა ამ მანქანებზე. შუაღამისას სიდი ბოუ საიდში (ტუნისის გარეუბანი, სადაც ბევრი პალესტინელის სახლი და ვილა იყო განთავსებული) და ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში ტელეფონი გათიშეს. მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ აბუ ჯიჰადი სახლში იყო, მის ვილას ალყა შემოარტყეს. თავდასხმა დაიწყო ღამის 1:30 საათზე. თავდასხმაში მონაწილეობა მიიღო ტუნისის სპეცრაზმის უნიფორმებში გამოწყობილმა 7 მამაკაცმა და ქალმა.

პირველ რიგში, აბუ ჯიჰადის სამი მცველი დაიღუპა. ვილაში შესვლისთანავე, სპეცრაზმელებმა  იპოვეს აბუ ჯიჰადი პისტოლეტით ხელში და უმმ ჯიჰადი ბავშვებთან ერთად. აბუ ჯიჰადს ესროლეს ახლო მანძილიდან. თავდამსხმელები არ შეეხნენ მის ოჯახს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მოგვიანებით ტყვიით მიყენებული 70 -ზე  ჭრილობა იქნა ნაპოვნი დაღუპულის სხეულში. არცერთი მეზობელი არ გამოვიდა სროლის და  უმმ ჯიჰადის ყვირილის ხმაზე. თავდამსხმელებმა ვილა დატოვეს თავდასხმის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ, თან წაიღეს საბუთები, რომლებზეც აბუ ჯიჰადი მუშაობდა. წავიდნენ ზღვით,  ნაქირავები მანქანები ნაპირზე დატოვეს.

აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო აბუ ჯიჰადის  მკვლელობა. ისრაელი ახალ ამბავს მისი მკვლელობის შესახებ აღტაცების შეძახილებით შეხვდა, მაგრამ ოფიციალურად უარყო მასში რაიმე მონაწილეობა. ისრაელის პრემიერ მინისტრმა იცხაკ შამირმა თქვა, რომ მან ინფორმაცია  ინციდენტის შესახებ მხოლოდ  რადიოს საშუალებით შეიტყო.  ისრაელმა ოფიციალურად  მკვლელობაში მონაწილეობა მხოლოდ 2012 წელს აღიარა. [11]

აბუ ჯიჰადის მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბუ ჯიჰადის ქვრივი, ინთისარ ალ-ვაზირი (უმმ ჯიჰადი), იყო ფათხის ცენტრალური კომიტეტის წევრი და პალესტინის ქალთა კავშირის გენერალური მდივანი 1980-იან წლებში,  ღაზას სექტორში დაბრუნდა 1995 წელს. იმავე წელს იგი ხელმძღვანელობდა პალესტინის ხელისუფლების სოციალური დაცვის სამინისტროს. 1996 წლიდან იგი  ქალაქ ღაზას წარმომადგენელი გახლდათ პალესტინის საკანონმდებლო საბჭოში.

მისი ვაჟი, ჯიჰად ალ-ვაზირი, რომელმაც მიიღო დოქტორის ხარისხი ბიზნესსა და ფინანსებში ლოხბოროს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), ხელმძღვანელობდა მთელ რიგ ეკონომიკურ ინსტიტუტებს და ორგანიზაციებს პალესტინაში, მათ შორის, მის მიერ დაარსებულ პალესტინის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს. ის იყო პალესტინის ხელისუფლების დაგეგმვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი ხელმძღვანელობდა პალესტინის ფულადი მიმოქცევის დარეგულირების — პალესტინის მონეტარულ ორგანოს (ინგლ.:Palestinian Monetary Authority).

2010 წლის 20 აპრილს, რამალას ცენტრალურ ქუჩას დაარქვეს აბუ ჯიჰადის სახელი. ცერემონიას ესწრებოდა PNA– ს მთელი ხელმძღვანელობა, მათ შორის თავმჯდომარე აბუ მაზენი (მაჰმუდ აბასი) . ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო ეს ნაბიჯი და თქვა, რომ ეს იყო  ტერორიზმის მხარდაჭერის აღიარების ტოლფასი.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Morris, Benny (2004). The Birth of the Palestinian Refugee Problem Revisited. Cambridge University Press.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Khalil al-Wazir Biography: Article abstract ENotes Incorporate.
  2. "Wazir, Khalil Ibrahim al-." Encyclopædia Britannica. 2008. Encyclopædia Britannica Online. 7 March 2008
  3. Palestine Biography: Khalil al-Wazir Archived 10 May 2007 at the Wayback Machine Shashaa, Esam, Palestine History.
  4. "The fallen prince-16 years of the Assasination of Abu Jihad. Archived from the original on 28 June 2004. Retrieved 18 August 2013 International Press Center. 16 April 2004
  5. "Encyclopedia of the Palestinians (Facts on File Library of World History)" Philip Mattar. 1. Excerpt provided by palestineremembered.com al-Wazir, Khalil
  6. Aburish, Said K. (1998). From Defender to Dictator. New York: Bloomsbury Publishing. p. 28. ISBN 1-58234-049-8.
  7. For Gazan, Her Return Breeds Hope Greenburg, Joel. The New York Times. 4 August 1994. Accessed on 30 March 2008
  8. David Pratt Intifada, Casemate Publishers 2007 pp.38-9.
  9. Terrorist Suicide Operation Analysis: Savoy OperationGlobalSecurity, 27 April 2005
  10. Anita Vitullo, 'Uprising in Gaza,' in Zachery Lockman, Joel Beinin (eds.), Intifada: The Palestinian Uprising Against Israeli Occupation,South End Press, p.50.
  11. 24 years later, Israel acknowledges top-secret operation that killed Fatah terror chief
  12. List of United Nations Security Council Resolutions on Israel