აბუ შადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ შადი
არაბ. أحمد زكي أبو شادي
დაბადების თარიღი 9 თებერვალი, 1892(1892-02-09)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი კაირო, Khedivate of Egypt
გარდაცვალების თარიღი 12 აპრილი, 1955(1955-04-12)[4] (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვაშინგტონი
დასაფლავებულია Fort Lincoln Cemetery
საქმიანობა პოეტი
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 ეგვიპტის სასულთნო
Kingdom of Egypt
Republic of Egypt
ალმა-მატერი ლონდონის უნივერსიტეტი
ჟანრი კასიდა და historical fiction

აჰმად ზაქი აბუ შადი (არაბ. أحمد زكي أبو شادي; დ. 9 თებერვალი, 1892, კაირო — გ. 12 აპრილი, 1955, ვაშინგტონი) — ეგვიპტელი არაბი მწერალი. ფილოლოგი, მთარგმნელი, სპეციალობით ექიმ-ბაქტერიოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912-1922 წლებში სწავლობდა ლონდონის უნივერსიტეტში. კაიროში დააარსა ლიტერატურული წრე „აპოლო“, რომელშიც მისი მეთაურობით გაერთიანდნენ რომანტიკოსი პოეტები. წრემ დიდი როლი ითამაშა 30-იანი წლების არაბული ლიტერატური განვითარებაში. 1946 წელს აბუ შადი აშშ-ში გადასახდა. ნიუ-იორკში რედაქტორობდა არაბული კოლონიის ჟურნალ-გაზეთებს, იყო არაბული ლიტერატურის პროფესორი აზიის ინსტიტუტში. წერდა ლირიკულ ლექსებს, პატრიოტულ კასიდებს, მოთხრობებს, დრამებს ლექსად. თარგმნა ჰაფეზი, ომარ ხაიამი, შექსპირი და სხვა. ავტორია გამოკვლევებისა არაბული პოეტიკის დარგში და ლიერატურულ-კრიტიკული სტატიებისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]