აბუ ფირასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ ფირასი
არაბ. أبو فراس الحمداني
დაბადების თარიღი 932[1]
დაბადების ადგილი მოსული
გარდაცვალების თარიღი 4 აპრილი, 968(0968-04-04)[1] [2] [3]
გარდაცვალების ადგილი ჰომსი
საქმიანობა პოეტი[4]
ენა არაბული ენა
მოქალაქეობა  აბასიანთა სახალიფო
Magnum opus Arak bâtons larmes

ალ-ჰამდანი აბუ ფირასი, ალ-ჰარის იბნ აბილ-ალა აიდ იბნ ჰამდან ალ-თაღლიბი (არაბ. أبو فراس الحمداني; დ. 932, მოსული — გ. 4 აპრილი, 968, ჰომსი) — არაბი პოეტი ჰამდანიანების არისტოკრატიული გვარისა.

დედა ბერძენი ჰყავდა. იზრდებოდა ჰალაბში ამირა საიფ ალ-დავლას კარზე. ორჯერ დაატყვევეს ბიზანტიაზე ლაშქრობისას. მოკლეს ერთ-ერთ ბრძოლაში. მისი ლექსების დივანში წარმოდგენილია ლირიკა, ბრძოლათა აღწერა, საკუთარი თავისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსები, ლექსები მეგობრობაზე. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტყვეობაში შექმნილ ლექსების ციკლს „რუმიათი“ („ბიზანტიური“), რომელშიც ძირითადად გადმოცემულია პოეტის განცდები, წარსულის მოგონებები, კასიდების ნაწილი ეძღვნება დედას, მშობლიურ კერას, სამშობლოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]