აბუ ლ-ფარაჯ ალ-ისფაჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აბუ ლ-ფარაჯ ალ-ისფაჰანი
დაბადების თარიღი 897[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ისპაანი
გარდაცვალების თარიღი 20 ნოემბერი, 967(0967-11-20)[5] [6] [7] [8] ან 21 ნოემბერი, 967(0967-11-21)[2]
გარდაცვალების ადგილი ბაღდადი
საქმიანობა პოეტი, ისტორიკოსი, ლიტერატორი, მუსიკოსი და მწერალი
ენა არაბული ენა[5]
ეროვნება არაბები
Magnum opus ქითაბ ალ-აღანი

ალი ობნ ალ-ჰუსაინ იბნ მუჰამად იბნ აჰმად ალ-კურაში აბუ ლ-ფარაჯ ალ-ისფაჰანი (არაბ. أبو الفرج الأصفهاني; დ. 897, ისპაანი — გ. 20 ნოემბერი, 967, ბაღდადი) — არაბი პოეტი და სწავლული. უკანასკნელი ომაიანი ხალიფის მარვან იბნ მუჰამადის შთამომავალი. მიიღო მრავალმხრივი განათლება: შეისწავლა არაბული გრამატიკა, მუსულმანური სამართალი, ისტორია, მედიცინა, ასტრონომია, მუსიკა, ფილოლოგია, პოეზია. იყო ბუიდების კარის მგოსანი და მდივანი. მიღებული იყო ჰალაბის სამეფო კარზე. მის მრავალმრიცხოვან ლიტერატურულ და ისტორიულ ნაწარმოებთაგან ჩვენამდე მოაღწია „სიმღერათა წიგნმა“ („ქითაბ ალ-აღანი“) და „მოგზაურობათა წიგნმა“ („ქითაბ ალ-დიარათ“). „სიმღერათა წიგნი“ სახალიფოს ისტორიისა და კულტურის ძვირფას ცნობებს შეიცავს, მასში შეტანილია VII-X საუკუნეების არაბი და არაბულენოვანი პოეტების ნაწარმოებები და ბიოგრაფიები. „მოგზაურობათა წიგნში“ თავმოყრილია 786-902 წლებში შეთხზული არაბული ლექსები და ანეკდოტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. G. W. T. Abulfaraj // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 79.
  2. 2.0 2.1 Абу-ль-Фарадж аль-Исфахани // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 1.
  3. Абуль-Фараджъ-эль-Исфагани // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 52.
  4. Абуль-Фарадж Алий Испаханский // А — Аколла — 1926. — Т. 1. — С. 100.
  5. 5.0 5.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  6. SNAC — 2010.
  7. Encyclopædia Britannica
  8. ბროკჰაუზის ენციკლოპედია