აბუ ლ-ალა განჯევი
იერსახე
| აბუ ლ-ალა განჯევი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | XI საუკუნე |
| დაბადების ადგილი | განჯა |
| გარდაცვალების თარიღი | უცნობია |
| საქმიანობა | პოეტი |
მაჰმუდ ნიზამ ალ-დინი აბუ ლ-ალა განჯევი, აბულ-ულა განჯევი (სპარს. محمود نظام الدين ابو العلاء گنجوی) — XII საუკუნის I ნახევრის აზერბაიჯანელი პოეტი. იყო შირვანის ლიტერატურული სკოლის მეთაური. წერდა სპარსულად. სამეფო კარზე „მალექ ალ-შუარა“ („პოეტთა მეფე“) წოდება ჰქონდა. მისი კასიდები მაღალფარდოვნობითა და ფორმის დახვეწილობით გამოირჩევა. ლიტერატურის ისტორიას უფრო მის მოწაფესთან, ნათესავსა და მეტოქესთან ხაკანისთან პოეტური პაექრობის მეოხებით შემორჩა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 44.