აბუ ლ-ათაჰია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბუ ლ-ათაჰია
დაბ. თარიღი 748
დაბ. ადგილი Ayn al-Tamr
გარდ. თარიღი 826
გარდ. ადგილი ბაღდადი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა Black flag.svg აბასიანთა სახალიფო
ჟანრი კასიდა

აბუ ისჰაკ ისმაილ იბნ ალ-კასიმ იბნ სუვაიდ იბნ ქაისანი აბუ ლ-ათაჰია (არაბ. أبو العتاهية‎‎; დ. 748, ქუფა — გ. 825, ბაღდადი) — არაბი პოეტი, ფილოსოფიური ლირიკის პირელი წარმომადგენელი, ზუჰდიას ჟანრის ფუძემდებელი არაბულ პოეზიაში. ახალგაზრდობაში თიხის ჭურჭლით ვაჭრობდა. შემდეგ ბაღდადში აბასიანი ხალიფების (ალ-მაჰდის, ჰარუნ ალ-რაშიდის, ალ-მამუნის, ალ-ამინის) კარის პოეტი იყო. განიცადა მანიქევლური იდეების გავლენა, ერეტიკოსობა დასდეს ბრალად. მის ღაზალებსა და ე. წ. ღვინის ლექსებს იმ დროის გამოჩენილი მომღერლები ასრულებდნენ. ღაზალებში ასახულია პოეტის უიღბლო სიყვარული სამეფო კარის მხევალ უთბასადმი. ასკეტურ ლექსებში („ზუჰდიათი“) მსჯელობს სიცოცხლის აზრზე, სიკვდილის გარდაუვალობის, ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებისა და საოციალური უსამართლოების შესახებ. აბუ ლ-ათაჰია იყო პოეტური მეტრიკის ნოვატორი. გავლენა მოახდინა არაბული ფილოსოფიური ლირიკის უდიდეს წარმომადგენელ ალ-მაარიზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]