შინაარსზე გადასვლა

აბუ თამამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბუ თამამი
არაბ. أبو تمام
არაბ. جبيب بن أوس بن الحارث الطائي[1]
დაბადების თარიღი 804, 807[2] [3] , 805[4] ან 804[1]
დაბადების ადგილი ჯასიმი[4] [2] [3]
გარდაცვალების თარიღი 29 აგვისტო, 846(0846-08-29)[5]
გარდაცვალების ადგილი მოსული[4] [2] [3]
საქმიანობა პოეტი[4] [2] [1] და ლიტერატორი[1]
ენა არაბული ენა
Magnum opus Al-ūḥšīāt, Kitab al-Hamasah და Alwḥshyāt wa-huwa al-Ḥamāsah al-ṣughrá

ჰაბიბ იბნ ავს აბუ თამამი (არაბ. أبو تمام حبيب بن أوس; დ. 804, 805, ან 807, ჯასიმი, დამასკთან — გ. 846, მოსული) — არაბი პოეტი, აბასიანების კარის მეხოტბე. მისი პოეტური დივანი შეიცავს ტრადიციულ ჟანრებს: ხოტბას, სატირას, დატირებასა და სხვა. ბუნების აღწერის ოსტატია. აბუ თამამის მცირე ზომის ლექსებისა და აფორიზმების სათავე ძველი არაბული ფოლკლორია. მის ფილოსოფიურ ლირიკას ბერძნული ფილოსოფიის გავლენა ატყვია. შეკრიბა არაბული პოეზიის ნიმუშები და შეადგინა ცნობილი ანთოლოგიები, მათ შორის „წიგნი სიმამაცისა“ („ქითაბ ალ-ჰამასა“), რომელშიც შევიდა როგორც ისლამამდელი, ისე აბასიანტა ხანის პოეტების საუკეთესო ლექსები.

  1. 1 2 3 4 الزركلي خ. ا. الأعلام: قاموس تراجم لأشهر الرجال والنساء من العرب والمستعربين والمستشرقين — 15 — بيروت: دار العلم للملايين, 2002. — ტ. 2. — გვ. 165.
  2. 1 2 3 4 Абу-Темам // Энциклопедический словарь / под ред. И. Е. АндреевскийСПб: Брокгауз — Ефрон, 1890. — Т. I. — С. 48.
  3. 1 2 3 G. W. T. Abu Tammam // Encyclopædia Britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information / H. Chisholm — 11 — New York, Cambridge, England: University Press, 1911. — Vol. 1. — P. 81.
  4. 1 2 3 4 Абу-Тамман-Тайи // Энциклопедический лексиконСПб: 1835. — Т. 1. — С. 55.
  5. Visuotinė lietuvių enciklopedija Online