აბუ დულაფი
იერსახე
| აბუ დულაფი | |
|---|---|
| არაბ. أبو دُلف الخزرجي | |
| დაბადების თარიღი | X საუკუნე[1] |
| დაბადების ადგილი | იანბუ |
| გარდაცვალების თარიღი | 985[2] |
| საქმიანობა | მწერალი, პოეტი და მოგზაური |
| ენა | არაბული ენა |
| მოქალაქეობა |
|
აბუ დულაფი, მისარ იბნ მუჰალგილ ალ-ხაზრაჯი ალ-იანბუი (არაბ. أبو دُلف الخزرجي) — X საუკუნის არაბი პოეტი, მოგზაური და მეცნიერი. იმოგზაურა ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ამიერკავკასიაში.
X საუკუნის 50-იან წლებში იყო თბილისში. ცნობილია აბუ დულაფის ორი „რისალა“ (წერილი, დღიური). პირველი აღწერს აბუ დულაფის მოგზაურობას ჩინეთში, მეორე — ირანსა და ამიერკავკასიაში. საინტერესოა აბუ დულაფის ცნობები ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრეების, მინერალური წყაროებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებ. მეორე „რისალაში“ აღწერილია X საუკუნის თბილისი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 43.
- ↑ VIAF — [Dublin, Ohio]: OCLC, 2003.
- ↑ OpenITI corpus — OpenITI.