აბუ-დაბის გრან-პრი
იას მარინა | |
![]() | |
რბოლის ინფორმაცია | |
წრე | 55 |
---|---|
ტრასის სიგრძე | 5.554 კმ |
სარბოლო სიგრძე | 305.470 კმ |
რბოლების რაოდენობა | 1 |
პირველი რბოლა | 2009 |
ყველაზე მეტი გამარჯვება (მრბოლელები) | ![]() |
ყველაზე მეტი გამარჯვება (კონსტრუქტორები) | ![]() |
ბოლო რბოლა (2009): | |
პოულ პოზიცია | ![]() McLaren-Mercedes 1:40.948 |
კვარცხლბეკი | 1. ![]() Red Bull-Renault 1:34:03.414 2. ![]() Red Bull-Renault + 17.857 3. ![]() Brawn GP-Mercedes + 18.467 |
უსწრაფესი წრე | ![]() Red Bull-Renault 1:40.279 |
აბუ-დაბის გრან-პრი — ფორმულა ერთის გრან-პრი, რომელიც 2009 წლიდან იმართება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მისი წარდგენა მოხდა 2007 წელს აბუ-დაბიში გამართულ ფორმულა ერთის ფესტივალზე. პირველი რბოლა გაიმართა 2009 წლის 1 ნოემბერს კუნძულ იასზე.[1]
2008 წლის 25 ივნისს ფია-მ წარადგინა 2009 წლის ფორმულის კალენდარი, სადაც ჩართული იყო აბუ-დაბის გრან-პრიც, როგორც მე-19 ფინალური გრან-პრი. მაგრამ 2008 წლის 5 ნოემბერს გამოცხადდა, რომ რბოლა გაიმართებოდა წინასწარ გამოცხადებულ თარიღზე ორი კვირით ადრე 1 ნოემბერს და ის რიგით მე-17 ფინალური გრან-პრი იქნებოდა.[2]
ეს ტრასა არის ფორმულა ერთის პირველი სადღეღამისო ტრასა, რომელზეც რბოლები იწყება ადგილობრივი დროით 17:00 სთ-ზე. ტრასაზე განათება ირთვება ჯერ კიდევ დღის სინათლეზე რათა შეუმჩნევლად მოხდეს დღის შუქიდან ღამის შუქზე გადასვლა.[3]
ტრასა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იას მარინას ტრასა მდებარეობს აბუ-დაბის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 25.5 კმ² ფართობის მქონე კუნძულ იასზე. 2009 წელს აქ გაიმართა აბუ-დაბის გრან-პრი 2009, რომელიც პირველი მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო.[4]
სპონსორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Etihad Airways არის 2009 წლის აბუ-დაბის გრან-პრის მოქმედი სპონსორი.
აბუ-დაბის გრან-პრის გამარჯვებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელი | მრბოლელი | კონსტრუქტორი | მდებარეობა | ბმული |
---|---|---|---|---|
2009 | ![]() |
Red Bull-Renault | იას მარინა | ბმული |
2010 | ![]() |
Red Bull-Renault | იას მარინა | ბმული |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ „იას მარინას ტრასის მშენებლობის პროცესი“. gulfnews.com. 2009-10-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
- ↑ „მსოფლიო მოტო-სპორტის საბჭო - გადაწყვეტილება“. fia.com. 2009-10-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
- ↑ „აბუ-დაბიში რბოლა 5 საათზე იწყება“. autosport.com. 2009-10-29. ციტირების თარიღი: 2009-10-30.
- ↑ აბუ-დაბის გრან-პრი. იას მარინა. ციტირების თარიღი: 28 აგვისტო 2009.
|