აბუსერ აბუსერისძე
იერსახე
აბუსერ აბუსერიძე — XI საუკუნის შუა წლების საქართველოს პოლიტიკურო მოღვაწე, ძე იოანე აბესერიძისა, არტანუჯისა და ხიხათა (აჭარის) ერისთავი, აწყურისა და ციხისჯვრის ციხეთა გამგებელი. 1045 წელს მარიამ დედოფალმა აბუსერიძეს საგამგებლოდ ჩააბარა ქ. ანისი. აბუსერიძე აქტიურად ეხმარებოდა ბაგრატ IV-ს ლიპარით ბაღვაშთან შინაომში. აბუსერიძე და სხვა დიდებულები ლიპარიტ ბაღვაშმა ანისიდან გამოიტყუა და შეიპყრო, შემდეგ გაცვალა თავის შვილ ივანეზე, რომელიც ბაგრატ IV-ს ჰყავდა დატყვევებული. ცოტა ხნის შემდეგ, სასირეთის ჭალაში (შიდა ქართლი) მეფესა და ლიპარიტს შორის მომხდარი შეტაკებისას, აბუსერიძე კვლავ დაუტყვევებია ლიპარიტს, რის შემდეგ ისტორიულ წყაროებში აღარ იხსენიება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.