აბულქადირ აბდულაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბულქადირ აბდულაევი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1988(1988-07-17) (35 წლის)
დაბ. ადგილი დაღესტანის ასსრ
სიმაღლე 188[1]
ქვეყანა აზერბაიჯანი

აბდულგადირ აბდულაევი (დ. 17 ივლისი, 1988) — ლეზგური წარმოშობის აზერბაიჯანელი მოკრივე. აბდულქადირ აბდულაევმა 2015 წელს აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გამართულ პირველ ევროპულ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო კატარის ქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2015 წლის 29 ივნისს აბდულქადირ აბდულაევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით დაჯილდოვდა „დიდების ორდენით“ 2015 წლის ევროპულ თამაშებში მაღალი მიღწევებისთვის და აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის.[2]

2011-2015 წლებში აბდულქადირ აბდულაევმა როგორც Baku Fires Professional Boxing Club-ის წევრმა, კრივის მსოფლიო სერიებში 18 მატჩი ჩაატარა და 16 მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულქადირ აბდულაევი დაიბადა 1988 წლის 17 ივლისს. აბდულქადირ აბდულაევის პირადი მწვრთნელია წარმოშობით ბელარუსი მაჰამედ არიფჰაჯიევი, რომელმაც აზერბაიჯანი წარადგინა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულქადირ აბდულაევმა პირველ წარმატებას 2011 წელს მიაღწია. რუსეთში, მაჰაჩყალაში, უმახანოვის მემორიალზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მოგვიანებით რუსეთში, ხაბაროვსკში, კოროტკოვის მემორიალზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. იმავე წელს, 2013 წელს, აბდულგადირ აბდულაევმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ჩემპიონატზე და ვერცხლის მედალი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. 2015 წელს აბდულქადირ აბდულაევისთვის უფრო წარმატებული იყო. მან მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში გამართულ I ევროპულ თამაშებზე და კატარის ქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, მოახერხა ოქროსა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება.

2015 წლის ევროპული თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულქადირ აბდულაევმა პირველი ევროპული თამაშების მერვედფინალში ანგარიშით 3:0 დაამარცხა უნგრელი ადამ ჰამორი. მოახერხა 1/4 ფინალში გასვლა სადაც ის ფრანგ ომბა ბიონგოლოს დაუპირისპირდა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ნახევარფინალში დაუპირისპირდა რუს სადამ მაჰმედოვს რომელიც 3:0 დაამარცხა. ფინალში უნდა დაპირისპირებოდა უკრაინელ გევროგ მანუკიანის, რომელიც ტრავმის გამო არ გამოცხადდა. [3] ოქროს მედალი აბდულგადირ აბდულაევს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გადასცა.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

აბდულქადირ აბდულაევმა მონაწილეობა მიიღო 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც დოჰაში, კატარის დედაქალაქში გაიმართა. აბდულგადირ აბდულაევი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, პირველ მატჩში, 1/8 ფინალში ალჟირელ ჩუაიბ ბულუდინატს დაუპირისპირდა რომელიც ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ამის შემდეგ 1/4 ფინალში გავიდა სადაც არგენტინელი იამელ პერალტა 3-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში აბდულგადირ აბდულაევი კუბელ ერისლანდი სავონს დაუპირისპირდა. ამ მატჩში აბდულგადირ აბდულაევმა 0:3 წააგო და 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლალი მოიპოვა.[4]

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბდულქადირ აბდულაევი 2016 წლის აპრილში რიო-დე-ჟანეიროში, ბრაზილიაში გასმართი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. მონაწილეობა მიიღო ევროპის ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში სამსუნში, თურქეთში. აბდულქადირ აბდულაევმა, რომელმაც ტურნირზე ლიეტუველი და ირლანდიელი მეტოქეები დაამარცხა ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან დამარცხდა. მაგრამ ამ მარცხის მიუხედავად, მან მოიპოვა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშების ლიცენზია. ამგვარად, აბდულქადირ აბდულაევმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში I ევროპული თამაშებზე უკრაინელი მოკრივე გევორგ მანუკიანი 3-0 დაამარცხა და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Olympedia — 2006.
  2. I Avropa Oyunları qaliblərinin və Azərbaycanda idmanın inkişafında xidmətləri olan şəxslərin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı.
  3. Baku 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-15. ციტირების თარიღი: 2021-10-31.
  4. Draw Sheet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-01. ციტირების თარიღი: 2021-10-31.