აბულფედა (მთვარის კრატერი)
| მთვარის კრატერი | |
|---|---|
| აბულფედა | |
| ლათ. Abulfeda | |
|
| |
| მონაცემები | |
| ზვინულის სიმაღლე | 1.23 კმ (2015)[1] |
| დიამეტრი | 62.23 კმ[2] |
| მოცულობა | 3316.77 კმ³ (2015)[1] |
| უდიდესი სიღრმე | 2.72 კმ (2015)[1] |
| ტიპი | დარტყმითი კრატერი |
| სახელწოდება | |
| ეპონიმი | აბუ ლ-ფიდა |
| დამტკიცებულია | IAU (1935) |
| მდებარეობა | |
| 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. / 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ. | |
| ციური სხეული | მთვარე |
| აბულფედა | |
კრატერი აბულფედა (ლათ. Abulfeda) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა არაბი ისტორიკოსისა და გეოგრაფის, აბუ ლ-ფიდას პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება ნექტარული პერიოდით ივარაუდება.[1]
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — ისმაილ იბნ ალი ა ლ-აიუბ აბუ ლ-ფიდას (ინგლ. Abū al-Fidā) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „აბულფედა“ (ლათ. Abulfeda). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „აბულფედა“ და არა „აბუ ლ-ფიდა“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Абу-ль-Фида).[3]
კრატერის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კრატერი მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთით (კვადრანტებიː LQ-20, LAC-78). კრატერის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს კრატერი ანდელი, ჩრდილოეთით — კრატერი დოლონდი, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კანტისა და დეკარტის კრატერები, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ტაციტუსი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — კრატერი ალმანონი. აბულფედას კრატერის ზვინულის სამხრეთ ნაწილიდან კრატერ ალმანონის ზვინულის ჩრდილოეთ ნაწილის მიმართულებით გადაჭიმულია აბულფედის კრატერების ჯაჭვი, რომელიც შემდგომ 210 კმ მანძილზე ვრცელდება და კვეთს ალთაის კიდეს[4]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 13°52′S 13°55′E / 13.87° ს. გ. 13.91° ა. გ., დიამეტრი — 62.23 კმ,[2] სიღრმე — 2.72 კმ.[1]
კრატერის ზვინულის სამხრეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები მოფენილია მრავალრიცხოვანი პატარა კრატერებით, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს კვეთს ხეობები. ზვინულის შიდა დახრილობა შესამჩნევად ფართოა აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთი უფრო ვიწრო და ძლიერ დანგრეული, მთელ სიგრძეზე შიდა ფერდობი გათლილი, სავარაუდოდ მეზობელი ზემოქმედების დროს სეისმური აქტივობის შედეგად. კრატერის ზვინულის მაქსიმალური სიმაღლე მთვარის რელიეფის მიმართ 1.23 კმ-ია,[1] მოცულობა — 3316.77 კმ³.[1] კრატერის თასის ფსკერი ივსება ან იმბრიული ზემოქმედების დროს ამოფრქვეული ქანებით ან ლავის ნაკადებით და აქვს შედარებით ბრტყელი ტოპოგრაფია შესამჩნევი სტრუქტურების გარეშე. ცენტრალური მწვერვალი არ არის, სავარაუდოდ დაიფარა კრატერის შევსებისას.
სატელიტური კრატერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097.
- Blue, Jennifer. (July 25, 2007) Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS. ციტირების თარიღი: 2007-08-05
- Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4.
- Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1.
- McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
- Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
- Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6.
- Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3.
- Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4.
- Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3.
- Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6.
- Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
- ↑ 2.0 2.1 2.2 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abulfeda
- ↑ С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
- ↑ Кратер Абу-ль-Фида на карте LAC-78.. ციტირების თარიღი: 2019-12-02
