შინაარსზე გადასვლა

აბულფედას ჯაჭვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერების ჯაჭვი
აბულფედას ჯაჭვი
ლათ. Catena Abulfeda
მონაცემები
სიგრძე 209.97 კმ
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აბულფედა
დამტკიცებულია IAU (1976)
მდებარეობა
16.59° ს. გ. 16.70° ა. გ. / 16.59° ს. გ. 16.70° ა. გ. / -16.59; 16.70
ციური სხეული მთვარე
აბულფედას ჯაჭვი — მთვარე
აბულფედას ჯაჭვი
აბულფედას ჯაჭვი ვიკისაწყობში

აბულფედას ჯაჭვი (ლათ. Catena Abulfeda) — კრატერების ჯაჭვი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა, მის მახლობლად არსებული კრატერის აბულფედას სახელის მიხდვით (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1976 წელს).[1]

აბულფედას ჯაჭვის სიგრძე 209.97 კმ-ია. იგი იწყება აბულფედას კრატერის სამხრეთ კიდიდან, გაივლის ალმანონის კრატერის ჩრდილოეთ კიდეს და მიდის ვიდრე ალთაის საფეხურამდე. აბულფედის ჯაჭვის უკიდურესი სელენოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდილო-დასავლეთი 14°47′S 13°37′E / 14.79° ს. გ. 13.62° ა. გ. / -14.79; 13.62 და სამხრეთ-აღმოსავლთი 18°33′S 19°41′E / 18.55° ს. გ. 19.68° ა. გ. / -18.55; 19.68. აბულფედას ჯაჭვი, მთვარეზე თავის კლასში ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. იგი შედგება 20 დარტყმითი კრატერის ხაზოვანი ჯაჭვისგან, რომელთა დიამეტრი 1-დან 3 კმ-მდე მერყეობს. აქედან ყველაზე დიდი, კრატერი ალმანონი C, ჯაჭვის შუაგულში მდებარეობს.[2]

  1. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Catena Abulfeda
  2. Chu, Alan; Paech, Wolfgang; Weigand, Mario (September 28, 2012) The Cambridge Photographic Moon Atlas. Cambridge University Press, გვ. 67. ISBN 9781107019737.