აბსოლუტური მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბსოლუტური.

აბსოლუტური მოძრაობა — მოძრაობა ათვლის აბსოლუტური სისტემის მიმართ. სივრცისა და დროის მეტაფიზიკური თეორია ასეთ სისტემებად თვლიდა აბსოლუტურ სივრცესა და დროს, რომელთა მიმართ მოძრაობას იგი აბსოლუტურს უწოდებდა. „აბსოლუტური მოძრაობა, — წერდა ნიუტონი, — არის სხეულის გადაადგილება მისი ერთი აბსოლუტური ადგილიდან მეორეზე“. აბსოლუტური მოძრაობას მეტეფიზიკური აზროვნება ნამდვილ ჭეშმარიტ მოძრაობად თვლიდა, ხოლო ფარდობით მოძრაობას — მოჩვენებითად. ფარდობითობის თეორიამ უარყო აბსოლუტური მოძრაობის არსებობის მეტაფიზიკური თვალსაზრისი. ამ თეორიის თანახმად, რეალური მოძრაობა მხოლოდ ფარდობითად უძრავი ათვლის სისტემის მიმართ სრულდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]