აბსოლუტივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბსოლუტივიზმნის უცვლელი ფორმა. ზმნური კატეგორიებიდან მოიპოვება ასპექტი და გვარი, სინტაქსურიდან — მართვა. წინადადებაში გამოხატავს გარემოებას, გადმოსცემს ძირითადი მოქმედების დამატებითს პროცესს. დასტურდება გერმანიკულ, რომანულ, სლავურ ენებში.

მაგ., «...Змея сухим буряном шелестя, сверкая желтою спиной... браздя рассыпчатый песок, сколзила бережно».

აბსოლუტივი გავრცელებულია კავკასიურ ეენბში (აფხაზური, ხუნძური, უდიური და სხვა) და აკისრია დამოკიდებული წინადადების როლი. ქართულ ენას ეს გრამატიკული ფორმა არა აქვს. კონსტრუქციებში აბსოლუტივი გამოიხატება ზმნის პირიან ფორმებზე „რა“ კავშირის დართვით.

მაგ., „მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდახდის კაცი ჭირსა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]