აბსენტეიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბსენტეიზმი (ლათ. absentia — „დაუსწრებლობა“) — თავის არიდება წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის არჩევნებში მონაწილეობისაგან. გამოხატავს მოსახლეობის ფართო მასების პროტესტს არსებული რეჟიმის ან არჩევნების ანტიდემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით გამოწვეულ უკმაყოფილებას. აბსენტეიზმის თავიდან ასაცილებლად ზოგ კაპიტალისტურ ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა. ამ მოვალეობის შეუსრულებლობას მოყვება ჯარიმა. აბსენტეიზმს უწოდებენ აგრეთვე სისტემატურ გამოუცხადებლობას კრებებზე, კოლეგიური ორგანოების სხდომებზე და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]