აბსენსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბსენსები — ეპილეფსიური კრუნჩხვებიდან ერთ-ერთია. მათ ზოგჯერ პეტიტ მალ გულყრებსაც უწოდებენ (1700 წლიდან გამოიყენება ეს ფრანგული ტერმინი, რაც „მცირე დაავადებას“ ნიშნავს).

აბსენს კრუნჩხვების დროს პაციენტს აღენიშნება სივრცეში ორიენტაციის დაკარგვა, რასაც თან ახლავს (ან არ ახლავს) თვალის კუნთების შეკუმშვა. მათი ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე ათეული წამი. ამ პერიოდში პაციენტი გადაადგილდება გარკვეული მიზნის გარეშე ერთი ადგილიდან მეორისაკენ. ნორმალურ პირობებში მიმდინარე თალამოკირტიკალური კრუნჩხვების პატერნი აბსენს კრუნჩხვების ეპიზოდების დროს ირღვევა.

ტიპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსენს კრუნჩხვები ეპილეფსიის მრავალი ფორმის დროს გვხვდება. აბსენს კრუნჩხვები უმეტესწილად ასაკთანაა დაკავშირებული და ძირითადად 4 დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. შესაძლოა მოზარდობის პერიოდშიც გაგრძელდეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანულ ფსიქიატრიაში გავრცელებული იყო ტერმინი პიკნოეპილეფსია (ბერძნულიდან pyknos, რაც ნიშნავს ხშირს, სქელს ან მჭიდროდ დაკავშირებულს).

ეპილეფსიის გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა იყოს მაღალი ტემპერატურა (თერმული კრუნჩხვები), ალკოჰოლი, ნარკოტიკული ნივთიერებები, მედიკამენტები, თავის ტვინის ტრავმები და სიმსივნეები, შესაძლოა იყოს მემკვიდრეობით განპირობებული. ზოგჯერ ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის. ეპილეფსიის უამრავ ტიპს განსაზღვრავენ ეპილეფსიური გულყრების მიხედვით.

ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრისა და მკურნალობის სწორი კურსის შერჩევის მიზნით აუცილებელია პაციენტმა მკურნალ ექიმთან განიხილოს ყველა ჩივილი და გართულება.

გამოვლინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბსენს ტიპის ეპილეფსიურ გულყრებს აღწერენ როგორც სინათლის ანთებას ან გაელვებას ერთ ან ორივე თვალში, რაც შესაძლოა სინათლის ციმციმმაც გამოიწვიოს. ზოგჯერ კრუნჩხვების მიმდინარეობისას აღინიშნება უმიზნო მოძრაობებეი, როგორიცაა მკლავის მოხრა ან ქუთუთოების ტიკური მოძრაობა. სხვა შემთხვევებში მხოლოდ ადგილი აქვს ცნობიერების დაკარგვას და გარეგნული სიმპტპმების გამოვლენა არ ხდება. აბსენს კრუნჩხვების შემდეგ, პაციენტს (შესაძლოა უზუსტობებით) შეუძლია აღწეროს თუ რას აკეთებდა ეპილეფსიური შეტევების განმავლობაში.

ეს კრუნჩხვები დღეში რამდენიმეჯერ, ან შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ასეულჯერაც განმეორდეს იმგვარად რომ ადამიანს არ შეუძლია სკოლაში ან სხვა სიტუაციაში მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება. ყმაწვილური აბსენსები ზოგჯერ შეწყდება, როდესაც ბავშვი ზრდასრულ ასაკს მიაღწევს, ზოგჯერ კი პუბერტატშიც გრძელდება. აბსენსები როგორც წესი გავლენას არ ახდენენ ინტელექტზე ან ტვინის ფუნქციონირებაზე.

საყოველთაოდ ცნობილია რომ, კაშკაშა სინათლე, სტრესული, არაკომფორტული სიტუაციები, ჰიპერვენტილაცია და სხვა სენსორული სტუმულები ბიძგს აძლევენ აბსენსების განვითარებას, მაგრამ შემაწუხებელი ხმაური შსაძლოა ადამიანს დაეხმაროს ცნობიერების აღდგენაში, ან შენარჩუნებაში. თუნდაც სახელის დაძახებამ შესაძლოა დახმარება გაუწიოს კრიზისულ პერიოდში პაციენტს.

ადამიანი აბსენს კრუნჩხვების დროს არ ავლენს ემოციურ რეაქციას. რადგან ემოციის გამოვლენა სახეზე არ არის დაკავშირებული ემოციის განცდასთან. ეს შესაძლოა მიუთითებდესს იმაზე რომ, ცნობიერების არსებობა აუციელებელა ემოციის განცდისა და გამოხატვისათვის.

აბსენს კრუნჩხვების დროს ეეგ-ზე აღირიცხება სინქრონული, სიმეტრიული 3-ჰც პიკოვან-ტალღოვანი განმუხტვები.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდულად განმეორებადი აბსენსების მკურნალობის მიზანია თავიდან იქნას აცილებული შემთხვევითი დაზიანებები, რაც თან ახლავს ცნობიერების დაკარგვას. საჭიროა ისეთი მედიკამენტის შერჩევა, რომელიც არ დაარღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს და სასურველია აბსენსების შემცირებასთან ერთად ჰქონდეს ნაკლები გვერდითი ეფექტები.

მედიკამენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპილეფსიური კრუნჩხვების ეპიზოდების შემცირებისათვის გამოიყენება განსაზღვრული ტიპის ანტიკონვულსანტები. აბსენს კრუნჩხვების სამკურნალოდ ეფექტიანია ნატრიუმის ვალპროატი (sodium valproate), ეზოქსუმიდი (ethosuximide) და ლამოტიგინი (lamotrigine). თითოეულ ამ ნივთიერებას აქვს გვერდითი ეფექტები, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სერიოზულიც, ამიტომ პაციენტმა ან მისმა მომვლელებმა უნდა იცოდნენ მედიკამენტების ინსტრუქცია.

როგორც 2010 წელს New England Journal of Medicine ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნაჩვენებია, საყმაწვილო აბსენს ეპილეფსიების ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა ეზოქსუმიდი (ethosuximide). კვლევაში აღწერილია 2004 წლის ივლისიდან 2007 წლის ოქტომბრამდე დროის შუალადში საყმაწვილო ეპილეფსიით დიაგნოზირებული 453 ბავშვი. პაციენტებს მკურნალობდნენ ვალპროატით (valproate), ეზოქსუმიდით (ethosuximide) და ლამოტიგინით (lamotrigine). პრეპარატების დოზის ზრდა ხდებოდა ეტაპობრივად პაცენტის კრუნჩხვებისაგან სრულიად განკურნებამდე. 16 კვირიანი თერეპიის კურსის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ უფრო ეფექტიანი იყო ვალპროატი (valproate) და ეზოქსუმიდი (ethosuximide), მათ შორის ეზოსუქსმიდი (ethosuximide) ნაკლებად იყო დაკავშირებული ყურადღების ნეგატიურ სიმპტომებთან.

ასევე ეზოქსუმიდი (ethosuximide) ხშირად ეფექტიანია აბსენს კრუნჩხვების სამკურნალოდ, ვალპროატი (valproate) კი უფრო მეტად გამოიყენება ტონიც-კლონური კრუნჩხვების სამკურნალოდ. თუ პაციენტს აქვს ორივე ტიპის კრუნჩხვები, მაშინ უკეთესი არჩევანია ვალპროატი (valproate).

ხანმოკლე დროით კლონაზეპამი (Klonopin, Rivotril) შესაძლოა გამოყენებული იყოს აბსენსების სამკურნალოდ, მაგარმ ბევრი უკუჩვენებისა და ტოლერანტობის გამო ხანგრძლივი დროით რეკომენდებული არ არის.

მონაცემების სიმცირე და კვლევის მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ებსენსების მკურნალობის დროს ხშირად არასაკმარისი მონაცემებია იმ პრეპარატების შესახებ, რომელთა კომბინაცია უზრუნველყოფდა პაციენტის უსაფრთხობას. ასევე არ არის ადვილი მკურნალობის პერიოდის ხანგრძლივობის ზუსტი განსაზღვრა.

არსებული მონაცემები პლაცებო-კონტროლირაბადი და სხვა მეთოდებით შესრულებული ექპერიმენტებიდან არ არის სრულყოფილი და სარწმუნო ზუსტი დაკვნების გამოსატანად აბსენს კრუნჩხვების მკურნალობის დროს.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შეიმუშავებენ იმ მეთოდებს, რომლებიც მომავალში დაეხმარება პაციენტებს აბსენს კრუნჩხვებისაგან განკურნებაში.

აბსენს ეპილეფისების შესახებ კველევები მოიცავს ფარმაკოკინეტიკას და ფარმაკოგენეტიკას. ფარმაკოკინეტიკა სწავლობს ნივთიერებების აბსორბციას, დისტრიბუციას, მეტაბოლიზმსა და ექსკრეციას. ფარმაკოკინეტიკა კი განსაზღვრავს პრეპარატების გენეტიკურ დეტერმინანტებს. ეს კვლევები შესაძლებელს გახდის აბსენს კრუნჩხვებით დაავადებული ბავშვების მკურნალობის გაუმჯობესებას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]