აბრუცოს აპენინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბრუცოს აპენინები
კოორდინატები: 42°00′ ჩ. გ. 14°00′ ა. გ. / 42.000° ჩ. გ. 14.000° ა. გ. / 42.000; 14.000
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
უმაღლესი წერტილი კორნო-გრანდე
სიმაღლე 2912 
სიგრძე 100 კმ
აბრუცოს აპენინები — იტალია
აბრუცოს აპენინები

აბრუცოს აპენინები (იტალ. Appennino Abruzzese; ლათ. abruptus — ციცაბო) — მთები იტალიაში, აპენინის მთების ყველაზე მაღალი და განიერი ნაწილი. შედგება რამდენიმე მასივისაგან: განსასო დ’იტალია (მწვერვალი კორნო-გრანდე, 2912 მ), მაელა (მწვერვალი მონტე-ამარო, 2793 მ) და სხვა. სიგრძე 100 კმ. აგებულია უმთავრესად კირქვებით. განვითარებულია კარსტი. ფერდობები ციცაბოა, დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. შეიმჩნევა მეოთხეული გამყინვარების მკაფიო ნიშნები. ფერდობებზე დაბალი ბუჩქნარია. აქ გაშენებულია აბრუცოს ეროვნული პარკი. აბრუცოს აპენინებს კვეთს ტრანსაპენინის რკინიგზა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]