აბრეშუმისებრი ვოლვარიელა
აბრეშუმისებრი ვოლვალიერა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Volvariella bombycina (Schaeff.) Singer, (1951) | |||||||||||||||
|
აბრეშუმისებრი ვოლვარიელა (ლათ. Volvariella bombycina) — სოკოს სახეობა ვოლვარიელას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკას, ავსტრალიასა და კარიბის აუზს.
კარგი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, პარკებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus bombycinus. ვოლვარიელას გვარში გადაიტანა გერმანელმა მიკოლოგმა როლფ ზინგერმა 1951 წელს.[1]
სამეცნიერო სინონიმები:
- Agaricus bombycinus Schaeff. (1774)
- Agaricus denudatus Batsch (1783)
- Amanita calyptrata Lam. (1783)
- Pluteus bombycinus (Schaeff.) Fr. (1836)
- Volvaria bombycina (Schaeff.) P.Kumm. (1871)
- Volvariopsis bombycina (Schaeff.) Murrill (1911)
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 5–20 სმ-მდე, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრ-ზარისებრი, შემდეგ ამოზნექილი და ბოლოს თითქმის გაშლილი, მშრალი. დაფარულია ხშირი, აბრეშუმისებრი ბისუსებით. მოთეთრო ან მოყვითალო.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები განიერი, ხშირი, თავიდან მოთეთროა, შემდეგ — მოვარდისფრო.
ფიხის სიგრძე — 7-19 სმ-მდე, სისქე — 1-2 სმ-მდე, ცილინდრული, მოთეთრო, ძირში გაგანიერებულია და ჩამჯდარია პარკისებრ თეთრ ან ჟანგმიწისფერ ვოლვაში.[2]
რბილობი — თეთრი, თხელი, რბილი, უმი კარტოფილის მსგავსი სუნით.[3]
სპორები — ელიფსისებური, მოვარდისფრო, გლუვი, 6,5–10x4,5–6,5 მკმ. ბაზიდიუმი — გურზისებრი, ოთხსპორიანი.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
Volvariella volvacea var. nigrovolvacea
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ავსტრალიას, ჩრდილოეთ ამერიკას, სამხრეთ ამერიკასა და კარიბის აუზს.
საპროტროფია. იზრდება ფოთლოვან და შერეულ, იშვიათად წიწვოვან ტყეებში,[4][5] გამხმარ და დამპალ ხეებზე, პარკებში, ბაღებში, გზის პირებზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად.
შემჩნეულია, რომ იგი შეიძლება წლების განმავლობაში გაიზარდოს ერთი და იმავე ადგილას.[6]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სპორები
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აბრეშუმისებრი ვოლვარიელა“ ვიკისაწყობში.
- აბრეშუმისებრი ვოლვარიელა MycoBank-ზე (ინგლისური)
- აბრეშუმისებრი ვოლვარიელა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Singer R. (1951). „The Agaricales in Modern Taxonomy“. Lilloa (2nd ed.). 22: 401.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 145, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ (2011) The Book of Fungi. Chicago, Illinois: University of Chicago Press, გვ. 320. ISBN 978-0226721170.
- ↑ de Vries GA. (1999). „[Volvariella bombycina is recorded growing on the root of a living Picea abies, a host not previously reported in the Netherlands]“. Coolia (ნიდერლანდური). 42 (1): 41–2. ISSN 0929-7839.
- ↑ Gams W. (2002). „Volvariella bombycina nog eens bij een conifeer“ [Volvariella bombycina found again on a conifer]. Coolia : Contactblad van de Nederlandse Mycologische Vereniging (ნიდერლანდური). 45 (1): 25. ISSN 0929-7839.
- ↑ (1982) VNR Color Dictionary of Mushrooms. New York, New York: Van Nostrand Reinhold, გვ. 158–9. ISBN 978-0442219987.