აბრამ ურიაყოფილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრამ ურიაყოფილიXVIII საუკუნის II ნახევარში ქართველი მესტამბე, სამეფო კარის მღვდელი. 1762-1768 წლებში მოღვაწეობდა ათანასე თბილელის სტამბაში, სადაც მისი მონაწილეობით დაიბეჭდა 9 საეკლესიო წიგნი. შემდეგ თბილისში იყო ერეკლე II-ის „სასტამბო დაზგისმმართველი“ და სტამბის უხუცესი. 1786 წელს აქვე დაბეჭდა სახარება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]