აბრამოვის ბიუსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბრამოვის ბიუსტი
Бюст Абрамова
მდებარეობა სემიკარაკორსკი, რუსეთი
არქიტექტორი ივან მასლიჩენკო
Images.png გარე სურათები
Image-silk.png სემიკარაკორსკი. აბრამოვის ბიუსტი


აბრამოვის ბიუსტი (რუს. Бюст Абрамова) — ძეგლი ქალაქ სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი ეძღვნება თევზჭერის კოლმეურნეობის თავჯდომარეს ივანე აბრამოვს. ბიუსტის ავტორია ივან მასლიჩენკო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სემიკარაკორსკში დგას რაიონის ცნობილი ადამიანების რამდენიმე ბიუსტი, მათ შორის: მწერალი ვ. ზაკრუტკინი, მწერალი ბ. კულიკოვი, მშენებელი ა. არაკანცევი, თევზის მრეწველობის ხელმძღვანელი ი. აბრამოვი. ამ ბიუსტების ავტორია ივანე ივანეს ძე მასლიჩენკო.

ქალაქში აბრამოვის პროსპექტისა და არამანის პროსპექტის გადაკვეთაზე დადგეს ივანე ვასილის ძე აბრამოვის ბიუსტი.

ივანე ვასილის ძე აბრამოვი დაიბადა 1922 წელს როსტოვის ოლქის სემიკარაკორკის რაიონის ხუტორ მოსტოვაიაში.

იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით, სამამულო ომის ორი ორდენით, მედლებით. ომის შემდეგ, 1961 წლიდან მუშაობდა თევზის მრეწველობის კოლმეურნეობის თავჯდომარედ. მისი ინიციატივით კოლმეურნეობაში შეიქმნა საინკუბაციო საამქრო, სადაც ხდებოდა წელიწადში 50 მლნ ლიფსიტის წარმოება.

კოლმეურნეობამ თავისი თანამშრომლებისათვის ააგო კულტურის სახლი 400 ადგილზე, ბიბლიოთეკა, სპორტდარბაზი, საბავშვო ბაღი „ოქროს თევზი“.

აბრამოვი შრომისათვის დაჯილდოებულია ოქტობრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით. აქვს „რსფსრ-ის დამსახურებული მეთევზის“ წოდება.

ი. ვ. აბრამოვი დაიღუპა 1985 წლის 9 ოქტომბერს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევზის მრეწველობის კოლმეურნეობის დამაარსებლის ი. ვ. აბრამოვის ძეგლი დგას დაბალ მრგვალ კვარცხლბეკზე. ძეგლის ორივე მხარეს გაშენებულია ყვავილები.

ძეგლის გარშემო ტერიტორია კეთილმოწყობილია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]