აბრამიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბრამიანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარის მიდამოებში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნანგრევებად ქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესის სამშენებლო მასალადგამოყენებულია ადგილობრივი ჯიშის ფლეთილი ქვა. გეგმით სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთიდან დასრულებულია ასეთივე სწორკუთხა საკურთხევლით. უკეთესად შემორჩენილ დასავლეთ კედელში ერთი სარკმელი და კარია.

ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოა. შემორჩენილია XIX საუკუნის საფლავის ქვებიც. უფრო ხშირად გვხვდება ილურიძეების ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 58