აბრაამ სიმფსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პერსონაჟი სიმფსონებიდან
გრემპა (აბრააამ) სიმფსონი
სქესი მამრობითი
საქმიანობა ომის ვეტერანი; ყოფილი ფერმერი;
ნათესავები შვილები: ჰომერი, ჰერბი და აბი
შვილიშვილები: ლიზა და მეგი
მეუღლეები: მონა, რიტა ლაფლური, სელმა ბუვიე და ამბერი (იხილეთ აგრეთვე სიმფსონების ოჯახი)
ახმოვანებს დენ კასტელანეტა
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები 1988, 10 ივლისი
სიმფსონები Grampa and the kids (1989)

აბრაამ ჯედიდაია „აბე“ სიმფსონ მეორე,[1][2] აგრეთვე ცნობილია, როგორც გრემპა (პაპა) სიმფსონი — ერთ-ერთი მთავარი გმირი ანიმაციური სერიალში სიმფსონები. იგი პირველად გამოჩნდა 1989 წელს, ეპიზოდში „Grampa and the kids“.

პერსონაჟის შექმნის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანიმაციის შემქმნელს, მეტ გრეინინგს სურდა ჰყოლოდა პერსონაჟი, რომელიც ბავშვებს მოუყვებოდა უამრავ გამოგონილ ისტორიას. მას სურდა ჰყოლოდა ძალიან მოსაბეზრებელი პერსონაჟი. სწორედ ამ დროს მან გადაწყვიტა, რომ შეექმნა პაპა. მან დაავალა ანიმაციზე მომუშავე კოლექტივს, რომ შეერჩიათ პაპის სახელი. მათ აირჩიეს „აბრაამი“. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ხალხი არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მეტ გრეინინგსის პაპასაც აბრაამი ერქვა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრემპა სიმპსონი ჰომერ სიმპსონის მამაა, მარჯი სიმპსონისა, ბართის, ლიზასა და მეგის პაპა. ჰყავს უფროსი ძმა სახელად სირუსი, რომელიც ცხოვრობს ტაჰიტის კუნძულზე, აგრეთვე ჰყავს ახალგაზრდა ძმა სახელად ჩეტი. 29-ე სეზონის 25-ე სერიაში მას შეუსრულდა 87 წელი.

ნაკეთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Playmates Toys“-მა შექმნა გრემპას ორი ფიგურა „World of Springfield“-ის სერიისათვის. პირველად სათამაშო გამოვიდა 2000 წლის მაისში, ხოლო მეორე სათამაშო, „Sunday Grampa“ პირველად გამოჩნდა 2002 წლის ივნისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Wedding for Disaster“. სიმფსონები. სეზონი 20. ეპიზოდი 15. 2009-04-29. Fox.
  2. „Lady Bouvier's Lover“. სიმფსონები. სეზონი 5. ეპიზოდი 21. 1994-05-12. Fox.