აბრაამი (გარმელია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბრაამ მიტროპოლიტი)
მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი
აბრაამი (გარმელია)
დროშა
დროშა
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი
ეკლესია: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია
 
განათლება: თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი, მცხეთის სასულიერო სემინარია
დაბადების სახელი: ამირან მამიას ძე გარმელია
დაბადება: 11 მარტი, 1948 (1948-15-11) (75 წლის)
თბილისი
ბერად აღკვეცა: 3 იანვარი, 1988
დიაკვნად კურთხევა: 3 აპრილი, 1988
მღვდლად კურთხევა: 29 მაისი, 1988
ეპისკოპოსად კურთხევა: 25 დეკემბერი, 1992
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25 დეკემბერი, 1996
მიტროპოლიტობა ებოძა: 28 ნოემბერი, 2000

მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში — ამირან მამიას ძე გარმელია; დ. 15 ნოემბერი, 1948, სოხუმი) — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი; ანგელოზის დღე – 9 (22) ოქტომბერი, ქრისტესშობის კვირის წინა კვირა (მამათმთავარი აბრაამის ხსენება).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამირანმა 1971 წელს პედაგოგიური ინსტიტუტი, ხოლო 1988 წელს მცხეთის სემინარია დაამთავრა, იმავე წლის 3 იანვარს კი, ბერად აღიკვეცა და აბრაამი ეწოდა. 1988 წლის 28 მაისს ბერდიაკვანი აბრაამი მღვდელმონოზონის ხარისხში აიყვანეს. 1989-1990 წლებში სწავლობდა რეგენსბურგის უნივერსიტეტში. 1992 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და 1996 წლამდე ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსი იყო. ამავდროულად 1993-2003 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი იყო. 1995 წელს კი საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა და ეს თანამდებობა 2002 წლამდე ეკავა. 1996-1998 წლებში საგარეჯო-გურჯაანის ეპისკოპოსი გახდა, რასაც 1998 წელს მთავარეპისკოპოსობა მოჰყვა და გადაყვანილ იქნა ჭიათურის ეპარქიის მმართველად. 2000 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის წოდებაში. 2002 წელს კი, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი გახდა და დღემდე ამ ეპარქიას ხელმძღვანელობს.

მიღებული აქვს კონსტანტინოპოლის, საქართველოს, რუსეთისა და რუმინეთის ეკლესიათა ჯილდოები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]