შინაარსზე გადასვლა

აბორაჰადოს დე პლატანო მადურო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბორაჰადოს დე პლატანო მადურო

სახლში დამზადებული აბორაჰადო
ალტერნატიული
სახელები
აბორაჰადოს კოლუმბიანოს
ტიპი ფრიტერი
რიგითობა აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი კოლუმბია და ეკვადორი
მთავარი
ინგრედიენტები
ცომი და შიგთავსი

აბორაჰადოს დე პლატანო მადურო (ასევე ცნობილი, როგორც აბორაჰადოს კოლუმბიანოს) — კოლუმბიური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი, ყველისა და ბანანის შიგთავსის მქონე და შემწვარი კერძი. „აბორაჰადო“ (კასტილიურ ესპანურად „ალბარდილია“) კვერცხისა და ფქვილისგან მოზელილ ცომს ნიშნავს, რომელიც გარკვეული, ფრიტერების მსგავსი საკვების შესაწვავად გამოიყენება.[1][2]

ზოგადად, „აბორაჰადო“ ყველითა და ბანანით სავსე კერძს ნიშნავს, რომელიც ცომშია ამოვლებული და დიდი რაოდენობით ზეთშია შემწვარი (მისი სახელიც, სიტყვასიტყვით „ცომში ამოვლებული“, აქედან მომდინარეობს), თუმცა ტერმინი შეიძლება გამოვიყენოთ კერძის სხვა ვარიაციებისთვისაც, როგორიცაა „აბორაჰადო კონ ჩიჩარონი“. ეს ვარიანტი ძირითად რეცეპტს უხვევს და ბანანისა და ყველის გარდა, ჩიჩარონსაც (შემწვარი ღორის მუცელი) შეიცავს.[3] ზოგჯერ შიგთავსის ნაწილად გუავას პასტა გამოიყენება, რომელიც კოლუმბიაში ბოკადილიოს სახელითაა ცნობილი.[4]

  1. Tascon, Leonardo (5 July 2018). Diccionario de provincialismos y barbarismos del Valle del Cauca y Quechuismos usados en Colombia. Universidad del Valle. ISBN 9789587658163. 
  2. Albardilla 2. Cofradía Vasca de Gastronomía.
  3. Aborrajado con Chicharrón de Tocino Barriguero de Cerdo y queso doble crema. Asociación Porkcolombia Fondo Nacional de la Porcicultura.
  4. Erica Dinho. Aborrajados de Plátano (Ripe Plantain Fritters). mycolombianrecipes.com. ციტირების თარიღი: 28 February 2015