აბლაუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აბლაუტი (გერმ. Ablaut — გადაბგერება; ასევე იწოდება, როგორც აპოფონია) — სიტყვაში ხმოვნის ფონოლოგიური მონაცვლეობის გამოყენება გრამატიკული ფორმის გასარჩევად. გავრცელებულია სხვადასხვა სტრუქტურის ენებში. მაგ., ბერძნ. petomai „ვფრენ“ ~ აორისტი eptomen (pet/pt), ინგლ foot „ფეხი“ ~ მრ. რ. fee, ქართ. ვდრეკ—წყვეტილი—ვ-დრიკ-ე (ე/ი), ქართულში აბლაუტი, ისევე როგორც ინდოევროპულ ენებში, მორფოლოგიური სიჭარბის მოვლენაა (ე. ი. გვხვდება სხვა გრამატიკულ საშუალებებთან ერთად და არა დამოუკიდებლად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]