აბისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბისის ციხე
კოორდინატები: 42°05′54″ ჩ. გ. 43°45′35″ ა. გ. / 42.098361° ჩ. გ. 43.759778° ა. გ. / 42.098361; 43.759778
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
აბისის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg

აბისის ციხე – ისტორიული ციხესიმაგრე შიდა ქართლის მხარეში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის გარეუბანში, მდინარე დასავლეთის ფრონის მარჯვენა და ტკოცურასხევის მარცხენა ნაპირზე. ციხე-დარბაზი აგებულია XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-დარბაზი სამი ნაწილისაგან შედგება. ცენტრი უკავია კოშკურ ნაგებობას, რომელსაც საცხოვრებელი დანიშნულებაც ჰქონია და საბრძოლოც. ეტყობა, აგებისთანავე ცხადი გამხდარა, რომ საჭირო იყო კიდევ დამატებითი ნაგებობანი. ამიტომაც დაუმატებიათ მოზრდილი ნაგებობა, სამხრეთის მხარეს კი ეკლესია აუშენებიათ.

ცენტრალური კოშკური შენობა არა ნაკლებ სამი სართულისა ყოფილა. გეგმით იგი კვადრატს უახლოვდება. კუთხეებში მცირე ზომის ცილინდრული კოშკებია, რომელთაც მხოლოდ დაცვისათვის იყენებდნენ. პირველი სართული დამხმარე იქნებოდა. მეორე სართულს ყველა ელემენტი აქვს საცხოვრებლად და თავდასაცავად.

ცნობილი არაა, როდის გამოვიდა მწყობრიდან ეს სიმაგრე. სავარაუდოდ იგი თავისი ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, XIX საუკუნეში უნდა იყოს დაზიანებული.

ციხე-დარბაზის კომპლექს და სოფ. აბისის ნასოფლარს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]