აბილინი (კანზასი)
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
აბილინი | |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
შტატი | კანზასი |
კოორდინატები | 38°55′11″ ჩ. გ. 97°13′02″ დ. გ. / 38.91972° ჩ. გ. 97.21722° დ. გ. |
დაარსდა | 1857 |
ფართობი | 12.118384 კვადრატული კილომეტრი, 12.119503 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 352±1 მეტრი |
მოსახლეობა | 6 460 (1 აპრილი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC−6 |
სატელეფონო კოდი | 785 |
საფოსტო ინდექსი | 67410 |
ოფიციალური საიტი | https://www.AbileneCityHall.com |
აბილინი (ინგლ. Abilene) — ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანზასის შტატში, მდინარე სმოკი-ჰილის ნაპირებზე, ქალაქ სალინის აღმოსავლეთით. 6844 მცხოვრები (2010).
დაარსდა 1858 წელს. ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გახდა სარკინიგზო ხაზის დაბოლოება და მას აქტიურად იყენებდნენ ტეხასელი საქონლის გადამრეკები. აბილინი გახდა ამერიკის „ველური დასავლეთის“ მესაქონლეობის ცენტრი. ამავდროულად ჰყვაოდა უკანონობა და ბანდიტიზმი, რომელსაც 1870-იან წლებში ებრძოდა ქალაქის მარშალი და „ველური დასავლეთის“ ცნობილი სახალხო გმირი ბილ ჰიკოკი. ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა აშშ პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელიც დაკრძალულია აბილინის ეიზენჰაუერის ცენტრში (დუაიტ დ. ეიზენჰაუერის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და სახლ-მუზეუმი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბილინი (კანზასი) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)