აბილილი
იერსახე
აბილილი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Ipomoea purpurea | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ipomoea purpurea | ||||||||||||
|
აბილილი, დილის ყვავილი (ლათ. Ipomoea) — ერთწლოვანი ხვიარა ან გართხმული ბალახოვანი მცენარეებისა და ბუჩქების გვარი ხვართქლასებრთა ოჯახისა.
აბილილის სამშობლოა ამერიკა. გვხვდება უმთავრესად ტროპიკებში. აქვს ფურცლებშეზრდილი ყვავილები, რომლებიც ჩვეულებრივ ღამით იხურება.
ცნობილია 500-მდე სახეობა. ზოგ სახეობა (Ipomoea purpurea) აშენებენ ბაღებსა და პარკებში, როგორც დეკორატიულ მცენარეს. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, იხმარებოდა ძველ ქართულ მედიცინაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წუწუნავა ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 28.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 30.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აბილილი“ ვიკისაწყობში.
- ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: აბილილი