აბესალომ ზენაიშვილი
იერსახე
| აბესალომ ზენაიშვილი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
1 დეკემბერი, 1920 ჩიბათი, ლანჩხუთი |
| გარდაცვალების თარიღი | 20 იანვარი, 1994 |
| მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
| საქმიანობა | მეზღვაური |
აბესალომ ზენაიშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1920, ჩიბათი — გ. 20 იანვარი, 1994 ) — ქართველი მეზღვაური, შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი 1944 წელს. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. იყო ვეშაპსარეწი გემის „სლავას“ კაპიტანი (1954), საქართველოს საოკეანო თევზსაჭერი ფლოტის ტრაილერ „შოთა რუსთაველის“ კაპიტან-დირექტორი (1961), მრავალი სხვა გემის კაპიტანი. 1988 წლიდან იყო ტანკერ „ნოდარ დუმბაძის“ კაპიტანი. ვეშაპსარეწი გემით ორჯერ შემოუარა ანტარქტიდას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 355.