აბერდურის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბერდურის ციხესიმაგრე სამხრეთიდან.

აბერდურის ციხესიმაგრე (ინგლ. Aberdour Castle) — მდებარეობს სოფელ ეასტერ აბერდურში, ფაიფი, შოტლანდია. ციხესიმაგრის ნაწილი XIII საუკუნით თარიღდება, რის გამოც ის ერთ-ერთი უძველესი დღემდე შემორჩენილი ციხესიმაგრეა შოტლანდიაში სუიინის ციხესთან ერთად (არგილი), რომელიც დაახლოებით იმავე დროს აიგო.

ციხის ყველაზე ადრეული ნაწილი შედგებოდა მოკრძალებული სანადიმო სახლისგან, ადგილას, რომელიც დურ-ბარნს გადაჰყურებს. შემდგომი 400 წლის განმავლობაში ციხესიმაგრე მნიშვნელოვნად განავრცეს. სანადიმო სახლი XV საუკუნეში კოშკის სახლად იქცა, ხოლო XVI საუკუნეში ორმაგად გაიზარდა. ბოლო დამატება 1635 წელს განხორციელდა. ამ პერიოდში დაიხვეწა რენესანსის დეტალები, მთელ კომპლექსს დაემატა გალავნით შემოკისრული ბაღი აღმოსავლეთით და ტერასული ბაღი სამხრეთით. ეს ტერასები, რომლებიც 1548 წლით თარიღდება, უძველესი ბაღებია შოტლანდიაში, და შესანიშნავ ხედს შლის ედინბურგის ფირთსა და ფორთზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]