შინაარსზე გადასვლა

აბენეზრა (მთვარის კრატერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთვარის კრატერი
აბენეზრა
ლათ. Abenezra
მონაცემები
ზვინულის სიმაღლე 1.06 კმ (2015)[1]
დიამეტრი 43.19 კმ[2]
მოცულობა 1426.63 კმ³ (2015)[1]
უდიდესი სიღრმე 2.24 კმ (2015)[1]
ტიპი დარტყმითი კრატერი
სახელწოდება
ეპონიმი აბრაჰამ იბნ ეზრა
დამტკიცებულია IAU (1935)
მდებარეობა
20.99° ს. გ. 11.89° ა. გ. / 20.99° ს. გ. 11.89° ა. გ. / -20.99; 11.89
ციური სხეული მთვარე
აბენეზრა (მთვარის კრატერი) — მთვარე
აბენეზრა (მთვარის კრატერი)
აბენეზრა ვიკისაწყობში

კრატერი აბენეზრა (ლათ. Abenezra) — დარტყმითი მეტეორიტული კრატერი მთვარეზე. მდებარეობს მთვარის ხილული მხარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი ეწოდა ესპანელი ებრაელი ფილოსოფოსის, მოაზროვნის, ასტროლოგისა და ასტრომომის აბრაჰამ იბნ ეზრას პატივსაცემად (დაამტკიცა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა 1935 წელს).[2] კრატერის ფორმირება გვიანიმბრიული ეპოქით ივარაუდება.[1]

კრატერის სახელწოდება მომდინარეობს, მისი ეპონიმის — აბრაჰამ იბნ ეზრას (ინგლ. Abraham ibn Ezra) ლათინიზებური ვარიანტისაგან — „აბენეზრა“ (ლათ. Abenezra). შესაბამისად, კრატერის ქართული სახელწოდებაა „აბენეზრა“ და არა „იბნ ეზრა“, როგორც ეს 2009 წლის მთვარის ზედაპირის სახელწოდების რუსული ნომენკლატურული რიგის მიხედვითაა (რუს. Ибн Эзра).[3]

კრატერი მდებარეობს მთვარის ხილული მხარის ცენტრალური ნაწილიდან სამხრეთით (კვადრანტებიː LQ-20, LAC-96). კრატერის უახლოესი მეზობლებია დასავლეთით კრატერი დონატი; ჩრდილო-დასავლეთით — კრატერები ერი და არგელანდერი; ჩრდილო-აღმოსავლეთით — კრატერი გებერი[4]. კრატერის ცენტრის სელენოგრაფიული კოორდინატებია 20°59′S 11°53′E / 20.99° ს. გ. 11.89° ა. გ. / -20.99; 11.89, დიამეტრი — 43.19 კმ,[2] სიღრმე — 2.24 კმ.[1]

კრატერს მრავალკუთხა ფორმა აქვს და ზომიერად განადგურებულია. ზვინული ბასრი კიდითაა, შიდა ფერდობი ტერასული სტრუქტურის ხილული ნაშთებით, შიდა ფერდობის სიგანე აღმოსავლეთ ნაწილში გაცილებით მეტია, ვიდრე დასავლეთ ნაწილში. ზვინულის სიმაღლე მიმდებარე ტერიტორიის მიმართ აღწევს 1.06 კმ-ს,[1] კრატერის მოცულობა — 1426.63 კმ³-ია.[1] თასის ფსკერი უსწორმასწოროა, აღმოსავლეთ ნაწილში უჩვეულო თაღოვანი ფორმის ქედების გროვაა.

სატელიტური კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დევიდ კემბელის ფოტო
დევიდ კემბელის ფოტო
აბენეზრა კოორდინატები დიამეტრი, კმ
A 22°47′S 10°26′E / 22.79° ს. გ. 10.44° ა. გ. / -22.79; 10.44 (Ибн Эзра A) 22.2
B 20°49′S 10°04′E / 20.82° ს. გ. 10.06° ა. გ. / -20.82; 10.06 (Ибн Эзра B) 13.8
C 21°22′S 11°05′E / 21.37° ს. გ. 11.09° ა. გ. / -21.37; 11.09 (Ибн Эзра C) 43.7
D 21°46′S 9°39′E / 21.76° ს. გ. 9.65° ა. გ. / -21.76; 9.65 (Ибн Эзра D) 7.3
E 21°28′S 9°24′E / 21.46° ს. გ. 9.4° ა. გ. / -21.46; 9.4 (Ибн Эзра E) 14.1
F 21°35′S 10°20′E / 21.58° ს. გ. 10.34° ა. გ. / -21.58; 10.34 (Ибн Эзра F) 6.3
G 20°32′S 11°00′E / 20.53° ს. გ. 11° ა. გ. / -20.53; 11 (Ибн Эзра G) 4.9
H 21°05′S 12°43′E / 21.09° ს. გ. 12.71° ა. გ. / -21.09; 12.71 (Ибн Эзра H) 4.7
J 19°55′S 10°41′E / 19.92° ს. გ. 10.69° ა. გ. / -19.92; 10.69 (Ибн Эзра J) 4.3
P 20°01′S 9°51′E / 20.02° ს. გ. 9.85° ა. გ. / -20.02; 9.85 (Ибн Эзра P) 39.3

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Andersson, L. E.; Whitaker, E. A. (1982) NASA Catalogue of Lunar Nomenclature. NASA RP-1097. 
  • Bussey, B.; Spudis, P. (2004) The Clementine Atlas of the Moon. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-81528-4. 
  • Cocks, Elijah E.; Cocks, Josiah C. (1995) Who's Who on the Moon: A Biographical Dictionary of Lunar Nomenclature. Tudor Publishers. ISBN 978-0-936389-27-1. 
  • McDowell, Jonathan. (July 15, 2007) Lunar Nomenclature. Jonathan's Space Report. ციტირების თარიღი: 2007-10-24
  • Menzel, D. H.; Minnaert, M.; Levin, B.; Dollfus, A.; Bell, B. (1971). „Report on Lunar Nomenclature by the Working Group of Commission 17 of the IAU“. Space Science Reviews. 12 (2): 136–186. Bibcode:1971SSRv...12..136M. doi:10.1007/BF00171763. S2CID 122125855.
  • Moore, Patrick (2001). On the Moon. Sterling Publishing Co.. ISBN 978-0-304-35469-6. 
  • Price, Fred W. (1988). The Moon Observer's Handbook. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-33500-3. 
  • Rükl, Antonín (1990). Atlas of the Moon. Kalmbach Books. ISBN 978-0-913135-17-4. 
  • Webb, Rev. T. W. (1962). Celestial Objects for Common Telescopes, 6th revised, Dover. ISBN 978-0-486-20917-3. 
  • Whitaker, Ewen A. (1999). Mapping and Naming the Moon. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-62248-6. 
  • Wlasuk, Peter T. (2000). Observing the Moon. Springer. ISBN 978-1-85233-193-1. 
  1. 1 2 3 4 5 6 7 Lunar Impact Crater Database (2015) Losiak et al., LPI Lunar Exploration Intern Program (2009). Revised by T. Öhman, LPI (2011) and (2015).
  2. 1 2 3 საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი — Abenezra
  3. С. Г. Пугачева, Ж. Ф. Родионова, В. В. Шевченко, Т. П. Скобелева, К. И. Дехтярева, А. П. Попов. НОМЕНКЛАТУРНЫЙ РЯД НАЗВАНИЙ ЛУННОГО РЕЛЬЕФА. selena.sai.msu.ru. ციტირების თარიღი: 2019-09-22
  4. Кратер Ибн Эзра на карте LAC-96. ციტირების თარიღი: 2019-12-02